Thumbnail
  • ანანიძის, ჭანტურიასა და ოქრიაშვილის რეგრესი
  • ტაბიძე და გრიგალავა გაძვირდნენ
  • ქუთათელაძე სიაში პირველად მოხვდა

ახლახან transfermarkt-მა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა. საინტერესოა, რა პოზიცია უკავიათ ქართველ ლეგიონერებს, რომლებიც რუსეთში თამაშობენ. 

რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირი ფეხბურთელი ცსკა-ს ნატურალიზებული ბრაზილიელი მარიო ფერნანდეშია, რომლის ფასი 26 მილიონი ევროა. ის არგენტინელ ლეანდრო პარედესს (ზენიტი) - 25 მილიონი ევრო, ხორვატ ნიკოლა ვლაშიჩსა (ცსკა) და პოლონელ გრეგოჟ კრიხოვიაკს (ლოკომოტივი) - 18-18 მილიონი - უსწრებს.

საბა კვერკველია ჯერჯერობით, ისევ ყველაზე ძვირი ქართველი ფეხბურთელია

სიაში 23-ე პოზიციაზეა საბა კვერკველია (ლოკომოტივი), რომლის ფასი არ შეცვლილა - transfermarkt-ის აზრით, ის ისევ 8 მილიონი ევრო ღირს. სხვათა შორის, შესაძლოა, ეს რუსეთის ლიგაში მხოლოდ 23-ე შედეგია, მაგრამ ქართველ ფეხბურთელებში კვერკველია კვლავ ყველაზე ძვირი ღირს. ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, მას მერე, რაც transfermarkt ბელგიის ჟუპილერლიგის ფასებს განაახლებს, გიორგი ჩაკვეტაძის ფასი შესამჩნევად უნდა გაიზარდოს. ის ახლა 5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 

რუსეთში მოთამაშე ქართველებში მეორე ადგილზე გადავიდა ჯიმი ტაბიძე (უფა), ის ახლა 1.5 მილიონი ევრო ღირს - მისმა ფასმა ნახევარი მილიონით მოიმატა.

აქამდე რუსეთში მოთამაშეებში მეორე ადგილზე ჯანო ანანიძე (სპარტაკი) იყო, რომლის ფასიც 2 მილიონი ევრო იყო. განახლებულ რეიტინგში ჯანოს ფასი მხოლოდ მილიონია. როგორც ხედავთ, ჯანოს პრობლემები მოედანზე და კლუბთან მიმართებაში transfermarkt-ზეც აისახა. 

1 მილიონი ღირს გია გრიგალავაც (ტულის არსენალი), რომლის წინა ფასი მხოლოდ 450 ათასი იყო. 
დაეცა თორნიკე ოქრიაშვილის ფასიც, ის ახლახან კრასნოდარმა გუნდიდან გაუშვა - თორნიკეს ფასი ახლა 800 ათასი ევროა (იყო 1 მილიონი). ანალოგიურ სიტუაციაშია გიორგი ჭანტურიაც (ურალი), რომელიც განახლებამდე მილიონი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 800 ათასი ევროა. 

transfermarkt-ის რეიტინგში პირველად მოხვდა ანჟის ახალწვეული ნიკოლოზ ქუთათელაძე - ის 100 ათასი ევრო ღირს. 

რუსეთში მოთამაშე ქართველთა ფასები. transfermarkt

1. საბა კვერკველია (ლოკომოტივი) - 8 მლნ. ევრო

2. ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1.5

3. ჯანო ანანიძე (სპარტაკი) - 1

3. გია გრიგალავა (არსენალი) - 1

5. თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი) - 800 ათასი

5. გიორგი ჭანტურია (ურალი) - 800 ათასი

7. ნიკოლოზ ქუთათელაძე (ანჟი) - 100 ათასი

კომენტარები

ბოლო ამბები