Thumbnail
  • პოდგორიცას პრეზიდეტნ დრაგან ბოკანის ინტერვიუ 
  • ბოკანს ვერ გაუგია, რატომ გაბრაზდნენ სხვა კლუბებში

სერბულ Blic-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა ბუდუჩნოსტის პრეზიდენტმა დრაგან ბოკანმა, რომელიც სხვა მრავალ საკითხთან ერთად გოგა ბითაძის ტრანსფერსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, 20 წლის ქართველი ცენტრი მეგა ბიმაქსიდან იჯარით გადავიდა ბუდუჩნოსტში, სამაგიეროდ, მონტენეგროს გუნდმა სერბულს ზორან ნიკოლიჩი ათხოვა.

ქართველ კალათბურთელს უკვე ჰქონდა დებიუტი ახალ გუნდში, მან ბუდუჩნოსტს 12 ქულა მოუტანა კრკა-სთან ადრიატიკის ლიგაზე წაგებულ შეხვედრაში.

"ეს წმინდა წყლის ბიზნესია. ნორმალურია, როცა ასე ხდება. გოგა ის კალათბურთელია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და რომლის დამატებაც რეგიონში ნებისმიერ კლუბს სურდა. 

დრაგან ბოკალი

მე დავურეკე მიშა რაჟნატოვიჩს, გოგას აგენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ ბითაძით დაინტერესებულნი ვართ და რატომ არ უნდა ითამაშოს გოგამ ბუდუჩნოსტში. ჩვენ ის გვჭირდებოდა ცენტრის პოზიციის გასაძლიერებლად. ის კი არა, ციკიჩი დარწმუნებულია, რომ გოგას მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. 

ეს იყო ბაზარზე გათვლილი ტრანსფერი და არ მესმის, რატომ არიან ზოგიერთ კლუბში აღშფოთებულნი. მიხარია, რომ როგორც სპორტული, ისე ფინანსური ინტერესები ორივე კლუბისა დაემთხვა და ისეთი კალათბურთელი, როგორიც გოგაა, ბუდუჩნოსტში ითამაშებს. მეგას კი ფინანსური სარგებელი და ნიკოლიჩი შეხვდა", - განაცხადა დრაგან ბოკანმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები