Thumbnail
  • 26 დეკემბერი: გენკი V გენტი
  • 20-კაციან განაცხადში ერთი ქართველი მოხვდა
რამდენად რეალურია გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი და სად

26-27 დეკემბერს ბელგიის ჟუპილერლიგაში 21-ე ტურის მატჩები გაიმართება და ჩემპიონატში სამი კვირით შესვენება გამოცხადდება. წლის ბოლო მატჩში ქართველთა გენტი გენკს სტუმრობს (26 დეკემბერი. 23:30 თბილისის დროით). 

გენტის 20-კაციანი განაცხადი, რომელთაგანაც დანიელი მწვრთნელი ისე ტორუპი 11-ეულს შეარჩევს "ლუმინუს არენაზე" სათამაშოდ, ცნობილია და მათ შორის არის გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო სერკლ ბრიუგესთან თამაში გამოტოვა. ქართველი ნახევარმცველის ტრავმა საბოლოდ მსუბუქი გამოდგა.

იყო საუბარი იმაზეც, რომ გენკთან გიორგი ქვილითაიაც ითამაშებდა, თუმცა 20-კაციან განაცხადში ტრავმამოშუშებული ფორვარდის გვარი არ არის. ასე რომ, ქვილითაიას დაბრუნებას 20 იანვარს ანდერლეხტთან მატჩში უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები