Thumbnail

ხართან ჭიდაობა - ახალი ჩინური საბრძოლო ხელოვნება...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შერეული ორთაბრძოლები და ხართან ჭიდაობა ერთად
  • ჩინელები ამბობენ, რომ ხართან ბრძოლის მათი ვერსია კორიდას ჯობია...

პეკინში მომუშავე, კუნგ ფუს მასწავლებელი - რენ რუჟი კვირაში რამდენიმე დღე ტატამზე ადის და თავისზე 5-ჯერ მძიმე მოწინააღმდეგს - ხარს უპირისპირდება.

რენი ამბობს, რომ ხართან ჭიდაობა გასაოცარი სპორტია "ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორი გამბედავია ადამიანი". ხართან ბრძოლის ჩინურ ვარიანტში დაშნების და სხვა ცივი იარაღების გამოყენება აკრძალულია.

მხოლოდ ჭიდაობა და კუნგ ფუს ეფექტური ილეთები, 400 კილოგრამიანი მოწინააღმდეგის ძირს დასაგდებად. "ესპანური კორიდა უფრო შოუა, ვიდრე სპორტული აქტივობა" ამბობს ხართან ჭიდაობის 41 წლის ენთუზიასტი - ჰუა იანგი, რომელიც კორიდას ესპანეთში არაერთხელ დასწრებია.

კომენტარები

ბოლო ამბები