Thumbnail

რაგბის ელჩი ტოჩინოშინი, ზამთრის ტურნეს ბოლო ბრძოლები და სუმოს ახალი რეიტინგი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის რანგი უცვლელია, გაგამარუ დაწინაურდა
  • ლევან გორგაძე და რაგბის მსოფლიოს თასი

დღეს ტოკიოში წლის უკანასკნელი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კვლავ დასავლეთის ოძეკია. 

ტოჩინოშინი, ჰაკუჰო და ტაკაიასუ ოკინავას დაემშვიდობნენ

მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), ის ელიტის მეორე დივიზიონს დაუბრუნდა და ჯურიოში აღმოსავლეთის მე-14 ნომერია. თუკი გაგამარუს ელიტაში ადგილის შენარჩუნება სურს, იანვარში აუცილებლად დადებითი ბალანსი უნდა აჩვენოს. ასეთ შემთხვევაში, გაგამარუ რეიტინგში დაწინაურდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი ბაშო ტოკიოში 13-27 იანვარს გაიმართება. სწორედ 2018 წლის ჰაცუ (გახსნის) ბაშოზე გაიმარჯვა ქართველმა სუმოისტმა და კარიერაში პირველად იმპერატორის თასი მოიპოვა.  

 იანვრის ბაშოს ბანძუკე (სანიაკუ)

აღმოსავლეთი

რანგი

დასავლეთი

კისენოსატო               
იოკოძუნა
ჰაკუჰო
კაკურიუ
იოკოძუნა
 
ტაკაიასუ
ოძეკი
გოეიდო
 
ოძეკი
          ტოჩინოშინი
ტაკაკეიშო
სეკივაკე
ტამავაში
მიოგირიუ
კომუსუბი
მიტაკეუმი

ზამთრის ჯუნგიო დასრულდა

ტოჩინოშინი 6:6 ტაკაიასუ

22 დეკემბერს ოკინავაში დასრულდა ზამთრის ჯუნგიო - სუმოისტთა ტურნე, რომელშიც ტოჩინოშინმა აჩვენა, რომ კარგ ფორმაშია. ქართველმა ოძეკიმ ერთხელ ერთდღიანი ტურნირიც მოიგო. ჯუნგიოს ბოლო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაიასუს შერკინა. მათ 12-ჯერ იჭიდავეს, მატჩი 6:6 დასრულდა. 

ტოჩინოშინი და ჰაკუჰო რაგბის ელჩები

ჰაკუჰომ ოვალური ბურთის დანიშნულება მაინცდამაინც კარგად არ იცის

მოგეხსენებათ, 2019 წელს იაპონია რაგბის მსოფლიოს თასს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ტურნირის ორგანიზატორებმა კამპანიაში ტოჩინოშინი და ჰაკუჰოც ჩართეს.

ორივე რიკიში საიტამაში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-ურუგვაი გაიმართება.

"ივნისში ჩვენებმა ერთი ქულაც ვერ აიღეს იაპონიასთან მატჩში. იმედია, 2019-ში ურუგვაისთან ჩვენი ნაკრები მოიგებს, მე კი მას ვუგულშემატკივრებ", - განაცხადა ტოჩინოშინმა, იოკოძუნამ კი აღნიშნა, რომ ლელოს დადების სურვილი გაუჩნდა. 

სუმოს 2018 წლის ჰაილაითები

იაპონიის სუმოს ასოციაციამ 2018 წლის ექვსივე ბაშოს ჰაილაითები ერთ ვიდეორგოლში შეკრა და "ტვიტერზე" გამოაქვეყნა. კადრებში თქვენ კიდევ ერთხელ იხილავთ ტოჩინოშინის ტრიუმფს 2018 წლის ჰაცუ ბაშოზე, მის ოძეკის რანგში აყვანის ცერემონიალს და სხვა საინტერესო კადრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები