Thumbnail

მაკგრეგორის მეგობარი წუხს, რომ ხაბიბთან ბრძოლის წინ კონორი ვერ მოამზადა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გუნარ ნელსონი თვლის, რომ ბრძოლის შეცვლა შეეძლო
  • ნელსონმა ტრავმის გამო კონორი ხაბიბთა ბრძოლისთვის ვერ მოამზადა

კონორის მეგობარი 30 წლის ისლანდიელი მებრძოლი - გუნარ ნელსონი ამბობს, რომ დამწუხრებულია იმის გამო, რომ მაკგრეგორის ხაბიბთან ბრძოლისთვის მომზადებაში ვერ დაეხმარა.

მუხლის ტრავმამ ნელსონს მაშინ საშუალება არ მისცა კონორი მოემზადებინა და მის შეკრებას დასწრებოდა. ირლანდიელმა ბრძოლა ხაბიბთან მეოთხე რაუნდში - კისრის მოგუდვით წააგო.

ნელსონს MMA-ში 17 ბრძოლა აქვს მოგებული, საიდანაც 13-ში მოწინააღმდეგე ისლანდიელს დანებდა. მისი ძლიერი მხარე სწორედ ის კომპონენტია, რის გამოც მაკგრეგორი დამარცხდა.

"როდესაც ბრძოლისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო, მე მაშინ ტრავმირებული ვიყავი. თან შევატყვე, რომ როგორც ყოველთვის კონორს კარგი გუნდი ჰყავდა გარშემო."

"თუმცა ბრძოლის შემდეგ მივხვდი, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი და ეს კონორის მთავარ მწვრთნელს -  ჯო კავანასაც ვუთხარი. რემატჩისთვის, რათქმაუნდა კონორის გვერდით ვიქნები." ირლანდიელი სავარაუდო მეტოქეები დასტინ პორიე და  MMA-ის ვეტერანი - დონალდ 'კოვბოი' სერონე არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები