Thumbnail
  • ვაგნერ გონსალვესი სერკლ ბრიუგეში იყო განათხოვრებული
  • იჯარის ამოწურვის შემდეგ, ბრაზიელიური წარმოშობის ფრანგი საქართველოში დაბრუნდა

ვაგნერ გონსალვესი საბურთალოში დაბრუნდა და თბილისური გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს. ვაგნერი საბურთალომ 2016 წელს, გარდამავალი ჩემპიონატის წინ, ფრანგული ბასტიადან დაიმატა და ბრაზილიური წარმოშობის ფრანგმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი.

ვაგნერ გონსალვესმა საბურთალოს მაისურით 15 შეხვედრა გამართა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გასული სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ, საბურთალომ ვაგნერი ბელგიურ სერკლ ბრიუგეში გაანათხოვრა, საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ კი ფრანგი საქართველოში დაბრუნდა. 
საბურთალომ ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და ევროთასებს მიღმა დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები