Thumbnail

FIFA 19 | 12 წლის ანდრეს ვეირგანგი ყველას უგებს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ანდრეს ვეირგრანგი რეკორდებს 12 წლის ასაკში ამყარებს
  • 2018 წელს მან FIFA-ს თამაშით 5000 აშშ დოლარი იშოვნა
  • დანიელი კიბერ სპორტსმენი საკუთარ მომავალს FIFA-ს უკავშირებს

გაიცანით - ანდრეს ვეირგანგი, 12 წლის ბიჭი დანიიდან, რომელიც FIFA 19-ს მოთამაშეთა უმრავლესობაზე უკეთ თამაშობს.

ანდერსი ყველაზე ახლგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც Weekend League-ზე (Divison Rivals და FUT-ის საუკეთესო მოთამაშეებს შორის გამართული ყოველთვიური ტურნირი) წაგების გარეშე ითამაშა. სწორედ ეს შეჯიბრი წარმოადგენს FIFA 19-ის უმნიშვნელოვანესი ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპს და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. მოთამაშეები 30 შეხვედრას ატარებენ და ისინი, ვინც 27 გამარჯვებას მოიპოვებენ, EA-ს ტურნირებზე გადიან. ანდერსმა ოცდაათივე შეხვედრა მოიგო და ეს განვლილ თვეში ორჯერ გააკეთა.

ანდრეს ვეირგანგი FIFA-ს ტურნირის შემდეგ

'ბევრი რთული მატჩი ჩავატარე. მეტოქეს ხუთ შეხვედრაში ჩამოვრჩებოდი, მაგრამ საუკეთესოდ სწორედ ამ დროს ვთამაშობ. წნეხის ქვეშ უფრო კონცენტრირებული ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ოცდაათივე შეხვედრა მოვიგე. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან ვთამაშობ, ეს პირველად მოხდა,' - ამბობს დანიელი ვუნდერკინდი.

FIFA 19-ის პროფესიონალი მოთამაშეების უმეტესობა 20 წლამდე ახალგაზრდაა და მათი უმრავლესობა თამაშს სწავლასთან ან მუშაობასთან ერთად ახერხებს. თუკი გავაცნობიერებთ, რომ თამაში მუდმივად განახლებადია და 'მეტა' (საუკეთესო სტრატეგიები) ხშირად იცვლება, დანიელი ბიჭუნას მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ერთი წელი დიდი დროა და თამაში ამ პერიოდში ძალიან შეიცვალა.

'პირველად FIFA 11 ვითამაშე, მაშინ მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი. მალევე მივხვდი, რომ ეს კარგად გამომდის, მაგრამ როდესაც FIFA 17-ში პირველი ტურნირის მეოთხედფინალში გავედი მეტოქის დამარცხება ვერ მოვახერხე. ის ფინალში გავიდა. სწორედ ამ დღეს მოვუგე პირველად დანიის 2017 წლის ჩემპიონს - 'ბრონდბიუ'-სთვის მოთამაშე ფრედფერგს.

ახალგაზრდა კიბერსპორტსმენი პირველ ადგილზე გასვლას უკვე მიეჩვია

ასეთი ახალგაზრდა კიბერ სპროტსმენის მენეჯერობა მარტივი არ არის. საპრიზო თანხების ოდენობა ზოგ ტურნირზე ასობით ათას დოლარს აღწევს.

'ანდრესის ასაკის ადამიანებს თამაშისთვის მეტი დრო აქვთ, რადგან საშინაო დავალებებზე დიდ დროს არ ხარჯავენ. ისინი არ მუშაობენ და დამოუკიდებლად გასართობად წასვლისთვის ზედმეტად პატარები არიან. მეორეს მხრივ, პროფესიონალურ კარიერას მუდამ თან ახლავს სტრესი და იმედგაცრუება. თამაშის დროს ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ხოლო საშიშ მეტოქეს კი ყვირილით და ემოციების ხმამაღლა გამოხატვით ბავშვის შეშინებაც შეუძლია,' - ამბობს ანდრესის მენეჯერი, ტონი ლი.

მაგრამ რადგან ვეირგანგი ასეთ ასაკში წნეხთან გამკლავებას უკვე კარგად ახერხებს, წესით მას ეს პრობლემები არ უნდა შეექმნას. 'არ ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეებმა ჩემი ასაკი იციან. მე ხომ მხოლოდ დანიაში გამართულ ტურნირებზე ვთამაშობ,' - ამბობს ანდრესი. ანდრესს ძალიან ეხმარება დედა. სწორედ ლეილაა მისი მძღოლი, როდესაც კიბერ სპორტსმენს ტურნირზე მისვლა უწევს. დედას ანდრესის თამაშის ყურება უყვარს და ნელ-ნელა თავადაც უღებს ალღოს. 

არ იფიქროთ, რომ ანდრესი მხოლოდ კომპიუტერის თამაშითაა დაკავებული, ის ადგილობრივ საფეხბურთო გუნდშიც თამაშობს, ხოლო EA-ს სიმულატორში ყოველდღიურად მხოლოდ ორ საათს ატარებს.

ანდრესი თანაგუნდელებთან ერთად

2018 წელს დანიელმა 'გეიმერმა' დაახლოებით ხუთი ათასი აშშ დოლარი მოიგო და უკვე ზუსტად იცის, თუ რისი კეთება უნდა ცხოვრებაში.

'ჩემი უპირველესი მიზანი FIFA-ში დანიის ლიგის მოგება, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება და ამ ტურნირის მოგებაც მსურს. მე მინდა ჩემი შემოსავლის წყარო FIFA-ს თამაში იყოს'.

კომენტარები

ბოლო ამბები