Thumbnail

FIFA 19 | მედია ტურნირი ფეხბურთში და ახალი გეიმრუმი

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • გეიმრუმმა Boot Camp FIFA 19-ის ტურნირს უმასპინძლა
  • ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული მედიის 16-მა წარმომადგენელმა მიიღო

საქართველო ელექტრონული სპორტის ღონისძიებებით განებივრებული არ არის. გარკვეულ სახეობებში რეგულარულად იმართება ტურნირები, მაგრამ მათი მასშტაბები, თუნდაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ჩატარებულ ღონისძიებებთან შედარებით ძალიან მცირეა.

მაგალითად 'რუსეთის eSports თასის' საპრიზო ფონდის ოდენობა 50,000 აშშ დოლარს აჭარბებდა, ხოლო თურქული გუნდი 'SuperMassive' კი League of Legends-ის Worlds-ის პირველ ეტაპზე ვიხილეთ.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე იმის ამბიცია არავის აქვს, რომ საქართველოში ჩატარებულ ტურნირებზე მსგავსი საპრიზო თანხები იქნება, ან ქართულ გუნდს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებიდან რომელიმეზე ვიხილავთ. ამის არც ადამიანური რესურსი არსებობს და არც ფინანსური, შესაბამისად მუშაობა უფრო მცირე მასშტაბებით - პირველ რიგში კი ელექტრონული სპორტის პოპულარიზაციით უნდა დავიწყოთ. აღნიშნულში მედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ  მოექცა განვლილ შაბათ-კვირას ჩატარებული ღონისძიება ჩვენი ყურადღების ქვეშ. ახალი გეიმრუმის, Boot Camp-ის ორგანიზებით მედია ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი FIFA 19-ში შედგა და ერთმანეთს მედია საშუალებების 16 წარმომადგენელი დაუპირისპირდა. ტურნირის გამარჯვებული Silk TV-ს კომენტატორი, ლაშა რამაზაშვილი გახდა. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

გეიმრუმში მაღალხარისხიანი და სპეციალურად გეიმერებისთვის განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკაა და მსურველებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად თამაშის საშუალება ეძლევათ.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მსგავსი შეჯიბრი რეგულარულ ხასიათს მიიღებს და სამომავლოდ საუკეთესოთა საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებაც იგეგმება, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. იმედია, საქართველო უახლოეს მომავალში დაეწევა საერთაშორისო ტენდენციებს eSports-ის აღიარების კუთხით და ელექტრონული სპორტის პოპულარობა და საპრიზო თანხები ქართველ ენთუზიასტებს იმის საშუალებას მისცემს, რომ საერთაშორისო, თუ რეგიონალურ ტურნირებში რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა.

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

Boot Camp-ში მოთამაშეებს შემდეგი თამაშები დახვდებათ: PUBG, GTA, FIFA19, NBA2K19, UFC, Fortnite, PES19, Red Dead Redeption 2, LOL, Dota. Counter Strike GO.

კომენტარები

ბოლო ამბები