Thumbnail

სეზონი საუკეთესო გოლი - ვაკო ყაზაიშვილის აღიარება ამერიკაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სან ხოსემ სეზონი საუკეთესო გოლები გამოავლინა
  • ვაკო ყაზაიშვილის გოლი კლუბმა საუკეთესოდ დაასახელა

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ სეზონი ჩააგდო. ქართველების გუნდმა 34 მატჩში მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგო და სულ 21 ქულის დაგროვება მოახერხა. კალიფორნიულმა კლუბმა სეზონში 49 გოლის გატანა შეძლო. სან ხოსეში 2018 წელი შეაჯამეს და საუკეთესო გოლების ათეული გამოავლინეს.

ვაკო ყაზაიშვილის გოლი კლუბმა საუკეთესოდ დაასახელა. ქართველმა ფეხბურთელმა MLS-ის მომავალ ჩემპიონს, ატლანტას ულამაზესი გოლი გაუტანა და პირველი ადგილიც დამსახურებულად მოიპოვა. მან დენი ჰოსენს, კრის ვონდოლოვსკისა და მაგნუს ერიკსონს აჯობა.

სან ხოსეს 5 საუკეთესო გოლი 2018 წელს 📺

კომენტარები

ბოლო ამბები