Thumbnail

'უფროსმა ძმებმა ყველაფერი ამიხსნეს' - დაშინებული ბლოგერის ბოდიში ხაბიბს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • როგორ ისჯება UFC-ის დაღესტნელი ჩემპიონის კრიტიკა მის სამშობლოში
  • 17 წლის ბლოგერს, რომელმაც ხაბიბი გააკრიტიკა, ბოდიში მოახდევინეს

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა თავის Instagram-ში კონკურსის შესახებ პუბლიკაცია განათავსა. კონკურსში მონაწილეობის მსურველი მისი "სპონსორების" საიტების ხელმომწერი უნდა გამხდარიყო და მებრძოლის გულშემატკივრები ასეც მოიქცნენ, მაგრამ სულ მალე ეროტიკული ფოტოსურათებისა და აზარტულ თამაშებში მისაწვევი პოსტების შეტევა მიიღეს. 

საეჭვო შინაარსის გვერდებზე ყურადღება 17 წლის დაღესტნელმა ბლოგერმა ახმედმა გაამახვილა, რომელმაც ნურმაგომედოვს კრიტიკული ვიდეომიმართვა გაუგზავნა: 

"ძვირფასო ხაბიბ, მე შენი დიდი გულშემატკივარი ვარ. გამიჩნდა შეკითხვა. რამდენიმე დღის წინ კონკურსი წამოიწყე, რომლის სპონსორებში დავინახე გარყვნილების გამავრცელებელი ექაუნთები. გამოდის, რომ ერთი მხრივ, გამოდიხარ დაღესტანში აღვირახსნილი კონცერტების წინააღმდეგ და ამავდროულად, ადამიანებს იმ გოგონების გამომწერებად აქცევ, რომლებიც შიშველ ფოტოსურათებს აქვეყნებენ. თუ შეიძლება, აგვიხსენი, ეს როგორ ხდება?”, - თამამად ამბობს ბლოგერი.

მაგრამ ახმედი არც ისეთი უშიშარი და თამამი აღმოჩნდა, როგორიც ჩანდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბლოგერმა მეორე რგოლი გამოაქვეყნა. კადრში ის უკვე ორ დაკუნთულ მამაკაცს შორის ზის და ბოდიშს იხდის ხაბიბ ნურმაგომედოვზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. 

"დღეს ჩემს უფროს ძმებს შევხვდი. მათ ყველაფერი ამიხსნეს და მეც გულწრფელად ვაღიარე ჩემი დანაშაული. მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ვიდეორგოლის მომზადების მიზანი რეიტინგის მოპოვება იყო. მჯერა, რომ ხაბიბს ეს მოუწყვეს", - ნანობს ჩადენილ საქციელს ბლოგერი.

ბოლო სიტყვას ერთ-ერთი კუნთმაგარი მამაკაცი ამბობს: "იმედი გვაქვს, ახმედმა შეცდომა თავისი ახალგაზრდული ასაკის გამო დაუშვა და მომავალში მსგავს რამეს აღარასდროს გაიმეორებს".

ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

კომენტარები

ბოლო ამბები