Thumbnail
  • ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი საბა კვერკველიაა
  • 25 წლის მცველის ფასი 5.80 მილიონი ევროა
  • სამეულში არიან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი

transfermarkt.com-ის მიერ განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 28.33 მილიონი ევროა. ქართველ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე საბა კვერკველიაა, რომელიც 5.80 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების სამეულში არიან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი - ისინი 2.50 მილიონ ევროდ არიან შეფასებულნი. შემდეგ მოდის ჯანო ანანიძე, რომლის ღირებულება 2.30 მილიონია.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეულშია თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის სატრანსფერო ფასი 1.20 მილიონია. შემდეგ მოდის გიორგი ჭანტურია (1.10 მილიონი) და 4 ფეხბურთელი, რომელთა სატრანსფერო ფასი 1 მილიონია: გიორგი მაკარიძე, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა და ჯაბა კანკავა. საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 1 მილიონ ევროზე ნაკლებია.

საბა კვერკველია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია

მე-4 ადგილი პოსტსაბჭოთა სივრცეში

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 28.33 მილიონია. ამ მაჩვენებლით, საქართველოს ნაკრები პოსტსაბჭოთა სივრცის 15 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-4 ადგილს იკავებს.

ფეხბურთელთა ჯამური ღირებულებით, პირველ ადგილზე რუსეთის ნაკრებია, შემდეგ კი უკრაინა და სომხეთი მოდიან. აღსანიშნავია, რომ სომხეთის ნაკრების მაღალი პოზიცია ერთი ფეხბურთელის, ჰენრიხ მხითარიანის დამსახურებაა. მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი 35 მილიონი ღირს, სომხეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება კი 8 მილიონ ევროს არ აღემატება. ქვემოთ, პოსტსაბჭოთა სივრცის 15 ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ჯამურ ღირებულებას გაეცნობით:

1. რუსეთი - 158 მლნ. ევრო

2. უკრაინა - 77.95 მლნ. ევრო

3. სომხეთი - 42.78 მლნ. ევრო

4. საქართველო - 28.33 მლნ. ევრო

5. ყაზახეთი - 21.95 მლნ. ევრო

6. ბელარუსი - 13.70 მლნ. ევრო

7. უზბეკეთი - 12.65 მლნ. ევრო

8. მოლდოვა - 10.23 მლნ. ევრო

9. აზერბაიჯანი - 9.55 მლნ. ევრო

10. ლიტვა - 8.88 მლნ. ევრო

11. ლატვია - 5.88 მლნ. ევრო

12. ესტონეთი - 4.83 მლნ. ევრო

13. ტაჯიკეთი - 1.72 მლნ. ევრო

14. ყირგიზეთი - 1.53 მლნ. ევრო

15. თურქმენეთი - 1.18 მლნ. ევრო

კომენტარები

ბოლო ამბები