Thumbnail

'მატჩის წინ რუნის დავურეკე, რჩევები მომცა' - ამბობს სოლსკიაერი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სოლსკიაერმა მატჩზე ისაუბრა
  • იუნაიტედის ტრიბუნაზე უკვე ნორვეგიული დროშები გამოჩნდა...

მანჩესტერ იუნაიტედმა შაბათს, პრემიერლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში კარდიფ სიტი გასვლაზე დიდი ანგარიშით - 1:5 დაამარცხა. ეს იყო სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლის შემდეგ პირველი მატჩი, როდესაც იუნაიტედმა 5, ან მეტი გოლი გაიტანა.

იუნაიტედმა სეზონი ახალი ფურცლიდან დაიწყო და ამის შესახებ კლუბის დროებითმა მწვრთნელმა - ოლე გუნარ სოლსკიაერმაც ისაუბრა. "ფეხბურთი ძალიან მარტივი თამაშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ფეხბურთელები გყავს შემადგენლობაში" ამბობდა სოლსკიაერი.

"რამდენიმე დღის წინ 'ვაზას' (უეინ რუნი) დავურეკე და რაღაც რჩევები ვკითხე..." იუნაიტედის ფანები ინგლისში გასვლით თამაშებზე მაღალი დასწრებადობით გამოირჩევიან და არც კარდიფი იყო გამონაკლისი, სადაც გასვლითი ფანების ტრიბუნაზე უკვე გამოჩნდა ნორვეგიის დროშები.

სოლსკიაერმა პირველივე მატჩში, გუნდის ტაქტიკურ მონახაზში მცირედი ცვლილება შეიტანა - ნორვეგიელმა ფლანგის მცველებს მეტი თავისუფლებას მისცა, ამ სტრატეგიამ - ანტონი მარსიალს და მარკუს რაშფორდს შეტევაში მეტი სივრცე მისცა და მატჩიც შედეგიანი გამოჩნდა.

📺 კარდიფთან მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები