Thumbnail

სუპერლიგა | მგზავრებმა კაკტუსი დაამარცხა და მეორე ადგილზე აღზევდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მგზავრებმა კაკტუსს 102:88 მოუგო
  • ტიტებმა რუსთავს 86:81 სძლია

სუპერლიგის მე-7 ტურის ფარგლებში, ცხრილის შუაში მყოფი მგზავრები და ერთ-ერთი აუტსაიდერი კაკტუსი შეხვდნენ ერთმანეთს. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სანამ სხვა გუნდები ითამაშებენ, ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა. კაკტუმა სუპერლიგა ოლიმპის დამარცხებით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 6 მარცხი განიცადა და ამ ეტაპზე უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა. დიდი შესვენებისთვის მგზავრები 8 ქულით იგებდნენ, მომდევნო პერიოდში კი 31:20 იმარჯვეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 19 ქულით გალიდერდნენ. თამაში ისე ჩამთავრდა, მგზავრების მოგებას საფრთხე არ დამუქრებია. გამარჯვებულებს 26 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, 22 ქულა ჯეიკობ არმსტრონგის ანგარიშზეა, ხოლო ადრიან ბოუიმ გამარჯვებულებს 19 ქულა მიაშველა. კაკტუსში 23 ქულით ზემოთნახსენები დელანო სპენსერი გამოირჩა. 21 ქულა ნიკოლას ნილმა, ხოლო 19 ბექა ჩიკვილაძემ დააგროვა.

სუპერლიგის მე-7 ტურის ერთი მატჩი რუსთავში გაიმართა. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთავმა შსს აკადემია-ტიტებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 81:86 წააგო. სატურნირო ცხრილს 12 ქულით თსუ-ჰიუნდაი ლიდერობს, შემდეგ კი 11-11 ქულით მგზავრები და ქუთაისი მოდიან. 10-10 ქულით დელტა და დინამო მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

მგზავრები 102:88 კაკტუსი
ფოტო: GBF.GE-დან

 

კომენტარები

ბოლო ამბები