Thumbnail

შეთანხმება მიღწეულია - კახა ცხადაძე სამუშაოდ ყაზახეთში რჩება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ორდაბასიში 50 წლის ქართველ სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილნი არიან
  • კლუბი საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე მუშაობას ისევ ყაზახეთში გააგრძელებს. KazFootball.kz-ის ცნობით, 50 წლის ქართველი სპეციალისტი შიმკენტის ორდაბასიში რჩება და ამის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე შეთანხმებულია.

კახა ცხადაძემ ორდაბასი ამ წლის ივნისში ჩაიბარა, ფინანსური და სხვა პრობლემების მიუხედავად კი, გუნდმა ყახაზეთის 2018 წლის პრემიერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ცხადაძე ყაზახეთში გადაბარგებამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, ამ ქვეყანაში მისი პირველი კლუბი კი ალმათის ქაირათი იყო. მანამდე სპეციალისტი წლების განმავლობაში აზერბაიჯანში მუშაობდა, სადაც სათავეში ბაქოს კლუბებს: სტანდარდსა და ინტერს ედგა. სამშობლოში მას თბილისის დინამოში, თბილისის ლოკომოტივსა და ბოლნისის სიონში უმუშავია.

ფრანკფურტის აინტრახტისა და მანჩესტერ სიტის ყოფილ ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის კაპიტანი იყო, 25 მატჩი აქვს ჩატარებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები