Thumbnail

რობინიოს დუბლი თურქეთში - ბრაზილიელმა გალათასარაის გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გალათასარაი 4:2 სივასპორი
  • უხვგოლიანი შეხვედრა თურქეთის სუპერლიგაში
  • რობინიომ სივასპორის მაისურით მე-12 გოლი გაიტანა

თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურში, გალათასარაიმ საკუთარ მოედანზე სივასპორს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. სივასპორის მხრიდან დუბლი რობინიომ შეასრულა. მადრიდის რეალის, მილანისა და მანჩესტერ სიტის ყოფილმა მოთამაშემ მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, მეორე გოლით კი წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დაასრულა.

გალათასარაიმ მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ გაიტანა და სამი ქულაც მოიპოვა. ფათიჰ თერიმის გუნდს 29 ქულა აქვს და ლიდერ ბაშაქშეჰირს 6 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება რობინიოს, 34 წლის ბრაზილიელს ამ სეზონში 8 გოლი დაუგროვდა. თურქულ კარიერაში კი უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. სივასპორს 24 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

გოლები: 0:1 რობინიო (9), 1:1 დერდიოკი (20), 2:1 ფეგული (30), 2:2 რობინიო (41), 3:2 ონიეკურუ (51), 4:2 ონიეკურუ (69).

რობინიოს მომენტები გალათასარაისთან 📺

კომენტარები

ბოლო ამბები