Thumbnail

რაჯა დაისაჯა! ინტერში ნაინგოლანის უსაქციელობა ყელში ამოუვიდათ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მილანის ინტერმა რაჯა ნაინგოლანი დასაჯა
  • ბელგიელი კლუბის მიერ დისკვალიფიცირებულია
  • მიზეზი ნახევარმცველის უდისციპლინობაა

რომაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რაჯა ნაინგოლანი რომ უდისციპლინო და არაპუნქტუალური ადამიანია, ეს მას კალიარისა და პიაჩენცაში თამაშის დროსაც არაერთხელ დაუმტკიცებია. როგორც ჩანს, ბელგიელი არც მილანის ინტერში იქცევა კარგად, რადგან “ნერაძურიში” ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ნახევარმცველი დასჯილია.

ივან პერიშიჩი და რაჯა ნაინგოლანი

მილანურმა კლუბმა ნაინგოლანის უდისციპლინობის გამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. “ფეხბურთელი ჯერჯერობით განაცხადში ვეღარ მოხვდება” - ნათქვამია ინტერის ოფიციალურ განცხადებაში. კლუბს სხვა დეტალები არ გაუმხელია, იტალიური მედია კი იტყობინება, რომ 30 წლის რაჯა ზედმეტად ხშირად აგვიანებდა ვარჯიშებზე.

ინტერში არ დაუკონკრეტებიათ, რამდენხნიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ნაინგოლანმა. ბელგიელი, დიდი ალბათობით, წლის ორივე დარჩენილ შეხვედრას გამოტოვებს. ოთხშაბათს ინტერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვს ნაპოლისთან, შაბათს კი ემპოლის დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები