Thumbnail

მიქელთაძის გოლი - ქართველების ანორთოსისმა აელ-ს ლიდერობა დააკარგვინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკა კაჭარავას და ბექა მიქელთაძის გუნდმა სტუმრად აელ-ს 3:0 მოუგო
  • მეორე გოლო ბექამ გაიტანა, ორივე ქართველი შეცვალეს

კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში, ნიკა კაჭარავასა და ბექა მიქელთაძის ანორთოსისმა ახლა უკვე ყოფილი ლიდერი აელ ლიმასოლი სტუმრად 3:0 დაამარცხა. მეორე გოლი 21 წლის მიქელთაძის ანგარიშზეა, რომელიც მან მატჩის 55-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბექასთვის ეს ამ სეზონში მეორე გოლია.

მანამდე, ბექამ გოლი დურისს მიულოცა

მიქელთაძეც და კაჭარავაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ბექამ ყვითელი ბარათიც მიიღო და 88-ე წუთზე შეცვალეს. კაჭარავამ მოედანი უფრო ადრე, 64-ე წუთზე დატოვა. შეგახსენებთ, რომ ნიკას ზედიზედ სამ შეხვედრაში გაჰქონდა გოლები (ჯამში 4 გაიტანა). ახლა კი ეს სერია შეწყდა. 

ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ანორთოსისი 23 ქულით მე-4 ადგილზეა, აელ-მა კი ლიდერობა დაკარგა - პირველ ადგილზე აპოელ-მა გადაინაცვლა.

ბექა მიქელთაძის გოლი აელის კარში

ბექა მიქელთაძის გოლი აელის კარში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები