Thumbnail

აქსელ ვიტსელი EA-ს FIFA 19-ში საკუთარი სახის შეცვლას თხოვს და ჩვენ მისი გვესმის

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • აქსელ ვიტსელი FIFA 19-ის 'კვირის გუნდში' მოხვდა
  • ბელგიელ ნახევარმცველს თამაშში საკუთარი გარეგნობა არ აკმაყოფილებს
  • ამ შემთხვევაში PES-მა FIFA-ზე უკეთ გაართვა ამოცანას თავი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დორტმუნდის ბორუსიას ბელგიელი ნახევარმცველი FIFA 19-ის უკანასკნელ 'კვირის გუნდში' ლეო მესისთან და სხვა სუპერვარსკვლავებთან ერთად მოხვდა.

აქსელი აღიარებამ გაახარა, მაგრამ მას აშკარად თამაშში საკუთარი პერსონაჟის გარეგნობა ბევრად უფრო ადარდებს, ვიდრე საუკეთესოთა შორის მოხვედრა.

'დიდი მადლობა, მაგრამ იქნებ მანამდე თამაშში ჩემი სახე გაგესწორებინათ?' - იკითხა ვიტსელმა და საილუსტრაციოდ პოსტს ფოტოც დაურთო.

Electronic Arts მას დაპირდა, რომ საკითხს აუცილებლად განიხილავენ და თამაშში მის სახეს შეცვლიან.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ FIFA-ს უმთავრესი კონკურენტი PES 2019, რომელშიც ვიტსელი იდეალურად გამოიყურება.

PES 2019-ში ვიტსელი საკუთარ თავს გავს

კარგი ამბავი კი ისაა, რომ EA რეგულარულად ანახლებს თამაშს და პერსონაჟების გარეგნობას, შესაბამისად ბელგიელი ფეხბურთელის სურვილი სავარაუდოდ მალე ახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები