Thumbnail

დილიან უაიტის მორიგი გამარჯვება! ბროლის შემდეგ რინგზე ჯოშუა ავიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დილიან უაიტმა დერეკ ჩისორა მეორედაც დაამარცხა
  • ბრიტანული ბრძოლა მეთერთმეტე რაუნდში - ნოკაუტით დასრულდა!

ენტონი ჯოშუას მთავარმა მოწინააღმდეგემ - დილიან უაიტმა დერეკ ჩისორა 'ბრიტანული ბრძოლის' მეთერთმეტე ტრაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. ბოლო ბრძოლა ბრიტანელმა ახალ ზელანდიელი ჯოზეფ პარკერის წინააღმდეგ ქულებით მოიგო.

ჩისორა და უაიტი ერთმანეთს 2016 წელსაც შეხვდნენ, 2 წლის წინანდელი ბრძოლა მაშინ ბრიქსტონელმა უაიტიმ მაშინ ქულებით მოიგო. ამ გამარჯვებით, 30 წლის მოკრივემ WBC ვერცხლის და WBO საერთაშორისო ქამრები დაიცვა.

ბრძოლის შემდეგ დილიან უაიტი ენტონი ჯოშუასთან სავარაუდო დაპირისპირებას რინგზე გამოეხმაურა, რაზეც 'ეიჯიმ' რინგზე ასვლით და პირისპირ საუბარით უპასუხა "თუ შემდეგი მეტოქე არ იქნება უაილდერი, მაშინ დილიანს რევანშის შანსს მივცემ." განაცხადა ჯოშუამ.

ჯოშუამ უაიტი 2015 წელს, მეექვსე რაუნდში საშინელი ნოკაუტით დაამარცხა. მათი პაექრობა ჯერ კიდევ სამოყვარულო დონეზე დაიწყო, სადაც ჯოშუამ ერთადერთი ბრძოლა სწორედ ბრიქსტონელთან წააგო. "ალბათ WBC შემდეგ კანდიდატურად უაილდერს დაასახელებს, თუ ასე არ მოხდა, მაშინ ჯოშუა - უაიტი განმეორდება" ამბობდა ჯოშუას პრომოუტერი - ედი ჰირნი.

კომენტარები

ბოლო ამბები