Thumbnail

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად გია გიორგაძე აირჩიეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 67-მა დელეგატმა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩია
  • ქართულ ჭადრაკს ისევ გია გიორგაძე უხელმძღვანელებს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა. 67-მა დელეგატმა ფედერაციის გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს და წესდებაში ცვლილებების შეტანა დაამტკიცეს.

ბოლო საკითხი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები იყო. მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ და მას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ასევე, აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები: აკაკი იაშვილი (მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის  ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი), ვალერი გაფრინდაშვილი და ზურაბ მიქაძე, ხოლო გენერალური მდივანი სოფიო გვეტაძე იქნება. აღსანიშნავია, რომ გია გიორგაძე ფედერაციის პრეზიდენტად  მეოთხე ვადით აირჩიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები