Thumbnail

ქართველი მოცურავეების წარმატება - 24 მედალი საერთაშორისო ტურნირზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
  • ქართველმა მოცურავეებმა 10 ოქროს, 8 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოცურავეებმა 21-22 დეკემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს. მათ ჯამში 10 ოქროს, 8 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

ყველაზე წარმატებული იყო თემო კობახიძე, რომელმაც 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. 3 ოქროს მედალი მოიპოვა ასაკობრივ კატეგორიაში ნოე ფანცხავამ. ტურნირში საქართველოს გარდა სლოვაკეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოვება 4 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით მოხდა.

ფოტო: საქართველოს მოცურავეთა კლუბის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები