Thumbnail

‘ტელეფონში ერთადერთი სელფი მაქვს!’ - კლოპის პასუხი კითხვაზე, მესი თუ რონალდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაინც ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი - მესი თუ რონალდო?
  • ლივერპულის მწვრთნელ იურგენ კლოპს ამ კითხვაზე თავისებური პასუხი აქვს

ლიონელ მესი თუ კრიშტიანო რონალდო? საფეხბურთო სამყაროს დისკუსია ამ თემაზე დიდი ხანია დაიწყო და დიდხანს არ დამთავრდება. ახლა, ამ თემაზე ლივერპულის გერმანელმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმაც გამოთქვა საკუთარი აზრი.

კლოპს ეს კითხვა ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე დაუსვეს და, როგორც სჩვევია, იურგენმა კითხვას ისეთი პასუხი გასცა, რომ ახლა ყვეა ბრიტანული და საერთაშორისო გამოცემა ამაზე წერს. გერმანელს კონკრეტულად არ უთქვამს, მესი ურჩევნია, თუ რონალდო, მაგრამ მისი პასუხიდან ამის მიხვედრა რთული არ არის.

“სმარტფონში მხოლოდ ერთი სელფი მაქვს - ეს არის სელფი ლიონელ მესისთან,” - განაცხადა კლოპმა და იქვე დასძინა: “სხვათა შორის, როდესაც მესისთან ეს სელფი გადავიღე, ოთახში კრიშტიანო რონალდოც იყო!”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები