Thumbnail
  • იუვენტუსი 1:0 რომა
  • დუგლას კოშტას გოლი VAR-მა  გააუქმა

მე-17 ტურის მთავარი მატჩი სერია A-ში ტურინში გაიმართა, იუვენტუსმა მინიმალური სხვაობით მოუგო რომას - 1:0. მატჩის გმირი ხორვატი მარიო მანჯუკიჩია.

იუვენტუსი 1:0 რომა

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (35)

პირველ ტაიმში ტურინელთა უდიდესი უპირატესობა მანჯუკიჩის გოლში გამოიხატა - 35-ე წუთზე დე შილიოს ჩაწოდებულს მარიო თავით დაუხვდა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ორჯერ მაინც მოიგერია რომას გოლკიპერმა ოლსენმა კრიშტიანო რონალდოს სახიფათო დარტყმები. ბოლო წუთზე კი VAR-მა კრიშტიანოს პასით დუგლას კოშტას გატანილი გოლი გააუქმა (ჯარიმის გამო). 

ტურინის იუვენტუსს 17 ტურის შემდეგ 49 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ნაპოლის 8 ქულით უსწრებს. რომა კი 24 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზეა. 

სხვა მატჩები

ლაციო 3:1 კალიარი

უდინეზე 1:1 ფროზინონე

სასუოლო 1:1 ტორინო

ნაპოლი 1:0 სპალ

ჯენოა 3:1 ატალანტა

ემპოლი 2:4 სამპდორია

მილანი 0:1 ფიორენტინა

პარმა 0:0 ბოლონია

კიევო 1:1 ინტერი

კომენტარები

ბოლო ამბები