Thumbnail

დაბრუნდა და სარაგოსას მოაგებინა - პაპუნაშვილის გმირობა ექსტრემადურასთან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სარაგოსა 2:1 ექსტრემადურა
  • გიორგი პაპუნაშვილმა 28 სექტემბრის მერე პირველად ითამაშა

გიორგი პაპუნაშვილმა თითქმის 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და სარაგოსას ჩემპიონატის მატჩი მოაგებინა. ის ექსტრემადურასთან მატჩის 66-ე წუთზე რაულ გუტის ნაცვლად შევიდა და ზუსტად 10 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1. პაპუნაშვილმა ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, შეიჭრა საჯარიმოში, ერთ მცველს გაცდა და კარში დაარტყა - გოლი ულამაზესი გამოდგა.

პაპუნაშვილმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა

სარაგოსამ 13 ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო და ამით გასავარდნი ზონიდან ამოძვრა.
პაპუნაშვილს ამ სეზონში 6 მატჩში 1 გოლი აქვს. ის 28 სექტემბერს ალბასეტესთან მატჩში დაშავდა, თავიდან ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, თუმცა ქართველ შემტევ ნახევარმცველს კოჭზე ძვალი გაუმიზეზდა და ის ვერ ახერხებდა სრულფასოვან ვარჯიშს. გასულ სეზონში პაპუნაშვილი სარაგოსას ერთ-ერთი ლიდერი იყო, მან 28 თამაშში 7 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები