Thumbnail

'მეგონა, რომ რონალდოს წასვლის შემდეგ უკეთესი გახდებოდა' - ჩავი რეალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა რეალზე კრიტიკულად ილაპარაკა
  • ყატარში მოთამაშე ვეტერანი რეალზე იმას ამბობს, რასაც ბარსელონაზე ამბობდა
  • ჩავის აზრით, დღეს მადრიდულ კლუბს კრიშტიანო რონალდო ძალიან სჭირდება

ბარსელონას ყოფილმა ნახევარმველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ყატარის ალ სადში გამოდის, მადრიდის რეალის დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა. ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელის აზრით, რეალი ფეხბურთს კი არა, სპორტის რომელიღაც სხვა სახეობის თამაშს აჩვენებს. 

"ბოლო დროს რეალი ფეხბურთს არ თამაშობს. მადრიდელები სპორტის რომელიღაც სხვა სახეობით არიან დაკავებულნი. რეალმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების მოგება რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური თვისებების წყალობით მოახერხა. როდესაც მეტოქე შეტევაში მიდის, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდის ნაწილი საერთოდ არ მონაწილეობს თამაშში. რეალი გუნდურად არ თამაშობს, მოგებას კი ფეხბურთელების კლასის ხარჯზე ახერხებს. 

რონალდო? მეგონა, რომ რეალი მის გარეშე უკეთესი გახდებოდა და ნამდვილ გუნდად გადაიქცეოდა, მაგრამ ამჟამად ის გუნდს ნამდვილად სჭირდება", - აქვეყნებს ჩავის ნათქვამს ჯანლუკა დი მარციოს საიტი.

სხვათა შორის, რეალი პირველი გუნდი არაა, რომელიც 38 წლის ჩავიმ ანტიფეხბურთის თამაშში ამხილა. უწინ მან ზუსტად იგივე მშობლიურ ბარსელონაზეც თქვა.

ჩავი ერნანდესი ბარსელონას ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა, რის შემდეგაც კარიერის ყატარში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ნახევარმცველმა ეესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატები მოიგო.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • სევილია

კომენტარები

ბოლო ამბები