Thumbnail

აარონ რემსი იტალიაში ითამაშებს - შეთანხმება მიღწეულია

  • ლონდონის არსენალის 27 წლის ნახევარმცველი მილანის ინტერს შეუთანხმდა
  • უელსელი ფეხბურთელი სპალეტის გუნდში შესაძლოა ამ ზამთარსვე აღმოჩნდეს
  • აარონ რემსის გადაბირებით ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა

ლონდონის არსენალის ნახევარმცველი აარონ რემსი კარიერას მილანის ინტერში გააგრელებს. როგორც იტალიური საიტები გაზეთ La Repubblica-ზე დაყრდნობით იუწყებიან, იტალიურმა კლუბმა ამ დღეებში შეთანხმებას მიაღწია 27 წლის უელსელი ფეხბურთელის აგენტთან და შედეგად, რემსი ინტერში თავისუფალი აგენტის სტატუსით, 2019 წლის 1 ივლისს გადავა.

ამბობენ, რომ უელსელის ხელფასი "ნერაძურიში" სავარაუდოდ 6-7 მილიონი ევრო იქნება.

გამორიცხული არც ისაა, რომ ინტერმა არსენალთან მოლაპარაკება აარონ რემსის უკვე იანვარში გადასვლაზეც შეძლოს, რადგან ამით მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ძალიან არის დაინტერესებული. ლონდონელებთან ამ საკითხზე საუბარს ინტერის გენერალური დირექტორი ალვარო მაროტა აპირებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აარონ რემსი არსენალთან კონრაქტს არ გაახანგრძლივებდა, რომელსაც ვადა ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელით დაინტერესებული იყვნენ მილანი, იუვენტუსი, რეალი, ბიაერნი და ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი.

აარონ რემსიმ პროფესიული კარიერა კარდიფ სიტიში დაიწყო, საიდანაც 2008 წელს ლონდონის არსენალში აღმოჩნდა. უელსის ნაკრების ფეხბურთელს იჯარით ნოტინგემ ფორესტშიც უთამაშია. 

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა არსენალის ღირსებას პრემიერლიგის 15 მატჩში დაიცვა, გაიტანა ერთი გოლი და შეასრულა 6 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები