Thumbnail

35 მილიონი მსოფლიოს ჩემპიონში - ბენჟამენ პავარი ბაიერნს შეუთანხმდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შტუტგარტისა და საფრანგეთის ნაკრების მცველი ბაიერნში გადასვლასთან ახლოსაა
  • მიუნხენელები ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან
  • მედია წერს, რომ ტრანსფერი ამ ზამთარს თუ არა, მომავალ ზაფხულში მაინც შედგება

შტუტგარტისა და საფრანგეთის ნაკრების მცველი ბენჟამენ პავარი დიდი ალბათობით კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. ESPN-ის ცნობით, 22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა თანხმობა თქვა მომავალ ზაფხულს მიუნხენში გადაბარგებაზე.

როგორც ირკვევა, ბაიერნი მზადაა, შტუტგარტს პავარის პირგასამტეხლო თანხა, 35 მილიონი ევრო გადაუხადოს. არსებობს იმის ალბათობაც, რომ მიუხნენელებმა მცველის ტრანსფერის განხორციელება უკვე 2019 წლის იანვარშივე სცადონ, მაგრამ რამდენად შეელევა შტურგარტი თავის მცველს შუა სეზონში, ძნელი სათქმელია.

გასულ ზაფხულს პავარი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მცველმა საფრანგეთი-არგენტინის (4:3) მერვედფინალურ შეხვედრაში სუპერგოლი გაიტანა, რომელიც მოგვიანებით მუნდიალზე საუკეთესოდაც დაასახელეს.

საინტერესოა, რომ ამ წლის სექტემბერში ბენჟამენ პავარმა ბაიერნთან შეთანხმების შესახებ ინფორმაცია უარყო. 

პავარი შტუტგარტში 2016 წელს, ლილიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 14 მატჩში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ბუნდესლიგას?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • ჰოფენჰაიმი
  • გლადბახი
  • შტუტგარტი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები