Thumbnail

წლის საუკეთესო eSports მომენტები - Top 5

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ელექტრონული სპორტისთვის 2018 წელი გამორჩეულად კარგი იყო
  • ხუთ საუკეთესოში LoL-ის, Overwatch-ის, CS:GO-ს და RL-ს მომენტები მოხვდა

ელექტრონულ სპორტში, ისევე როგორც სპორტის ტრადიციულ სახეობებში, არის მომენტები, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობ, რომ გარკვეული ეპიზოდის თვითმხილველი პირდაპირ ეთერში, ან კიდევ უკეთესი - ცოცხლად იყავი.

eSports ენთუზიასტებისთვის ხუთი ზუსტად ასეთი მომენტი შევარჩიეთ, რომლებიც არა მხოლოდ სანახაობრივი იყო, არამედ შეხვედრების, თუ სერიების მიმდინარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა. აქვე გეტყვით, რომ მომენტები თანმიმდევრობით არ არის დალაგებული და თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. მაშ ასე - 

2018 წლის TOP 5 მომენტი ელექტრონულ სპორტში

Broxah 'ბარონს' იპარავს

League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირების წინ ბევრი ფიქრობდა, რომ Fnatic Invictus Gaming-ს ორ ასპექტში სჯობდა - რუკის კონტროლი და 'ჯანგლერი'. ანალიტიკოსების უმრავლესობა თვლიდა, რომ მედს 'Broxah' ბროკ-პენდერსენი ბევრად ჯობდა გაო 'Ning' ჟენ-ნინგს. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული წინაპირობა ჰქონდა - Broxah-მ მეტოქეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში აჯობა.

ფინალში მოლოდინი არ გამართლდა, რადგან Ning-მა Broxah ადრეულ ეტაპზევე დაჩაგრა და საკუთარ 'ტოპლეინერს' პირველ ორ შეხვედრაში დიდი უპირატესობა მოუტანა. მესამე მატჩსაც IG იგებდა, მაგრამ Broxah-მ საკუთარი უნარები ყველაზე კრიტიკულ მომენტში გამოავლინა, მეტოქეს 'ბარონი' სასწაულებრივად მოპარა და Fnatic-ს შეხვედრის და ფინალური სერიების გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა.

მიუხედავად ამისა, IG-მ მეტოქე 3-0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მაგრამ დანიელი სპორტსმენის ქმედებები ყველას დიდხანს ემახსოვრება.

Profit-ის 'დრეგონ სთრაიქი'

London Spitfire 2018 წლის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ითვლებოდა. გუნდი ორი კლუბის - Kondgoo Panthera-ს და GC Busan-ის შემადგენლობების ერთიანობა იყო. პირველი ეტაპის მოგების და მეორე ეტაპზე ფინალში გასვლის შემდეგ, Spitfire-ს ოპტიმალური შემადგენლობის პოვნა გაუჭირდა და არავინ ელოდა, რომ ისინი დიდ ფინალში გააღწევდნენ.

სწორედ ამ დროს გამოიჩინა თავი პარკ 'Profit' ჯუნ-იეონგმა, რომელიც All-Star-შიც კი ვერ მოხვდა. მაშინაც კი, როდესაც მესამე და მეოთხე ეტაპზე გუნდი ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა, Profit ყოველთვის ახერხებდა კარგად თამაშს. რა თქმა უნდა, სხვა მომენტების გამორჩევა შეიძლებოდა, მაგრამ პარკ ჯუნ-იეონგს აღიარება ნამდვილად ეკუთვნის. ასე რომ იხილეთ Profit-ის 'ჰანზო' და გასაოცარი 'დრეგონ სთრაიქი'.

KT - IG - რბოლა გამარჯვებისთვის 

წლევანდელ Worlds-ზე სამხრეთ კორეელები უჩვეულოდ ცუდად გამოიყურებოდნენ - შეიძლება ითქვას, რომ საშინლად. Gen.G-მ და Afreeca-მ ჯგუფიდან გასვლაც კი ვერ მოახერხეს და ტურნირის მასპინძლების ერთადერთი იმედი KT იყო.

სწორედ KT ჩამორჩა IG-ს ორი ქულით და ვერც მესამე მატჩში მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ კორეელებმა დაპირისპირების გადარჩენა სასწაულებრივად მოახერხეს. ვერ მოძებნით ელექტრონული სპორტის მოყვარულს, რომელსაც პროფესიულ სცენაზე მატჩის ამაზე უფრო დრამატულ დასასრულს გაიხსენებს. Bexco Auditorium-ზე შეკრებილი გულშემატკივრები ჯერ უბრალოდ ჩუმად წამოდგნენ ფეხზე, შემდეგ კი KT-ს გამარჯვებას ხმაურით შეეგებნენ. შესაძლოა, KT-მ სერიების მოგება ვერ მოახერხა, მაგრამ მესამე დაპირისპირება LoL-ის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.

Guardian-მა შოუ მოიპარა

ჩემი ელექტრონულ სპორტთან ურთიერთობა Counter Strike-ს ინტერნეტ კაფეებში თამაშით დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს აქვს მსგავსი გამოცდილება. CS 1.6-ში SpawN-ის სამწუთიან 'ჰაილაითებს' 'Dial-up' ინტერნეტით საათობით ვიწერდი და შემდეგ ამ სამ წუთს საათობითვე ვუყურებდი.

შესაბამისად, სანამ ვიდეოს ჩართავთ, შესაძლოა მიკერძოებად ჩამითვალოთ, რომ ხუთეულში ლადისლავ 'GuardiaN' კოვაჩის მომენტიც მოხვდა. FaZe შეხვედრას აგებდა და Cloud 9 სერიების 2-0 მოგებასთან იყო ახლოს, თუმცა ამ დროს საქმეში GuardiaN ჩაერთო, დანარჩენი კი თავად იხილეთ.

ეს Rocket Leaguea-ა!

RLCS-ის დიდი ფინალის მეშვიდე მატჩის დასრულებამდე ოთხი წამი რჩებოდა, როდესაც NRG მეტოქეს ერთი გოლით ჩამორჩებოდა. გუნდმა სეზონის დასაწყისში შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, შესაბამისად გულშემატკივრებს იმის იმედიც არ ქონდათ, რომ NRG Grand Final-ში გააღწევდა.

მიუხედავად ამისა, NRG ფინალში ყველაზე დომინანტ გუნდს Team Dignitas-ს დაუპირისპირდა და გადამწყვეტ მომენტში თავი ახალმა ვარსკვლავმა, ჯასტინ 'Jstn მორალესმა გამოიჩინა. მან თამაშის დასრულებამდე ოთხიოდ წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ წამებში NRG-მ სასწაული შემოგვთავაზა - თამაშის განახლებიდან ბურთი მიწას არ შეხებია, Fireburner-მა Jstn-ს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და ყველამ გავიგეთ კალუმ 'Shogun' ქირის ღრიალი - 'ეს Rocket League-ა'!

კომენტარები

ბოლო ამბები