Thumbnail
  • ვულვერჰემპტონი 0:2 ლივერპული
  • მოჰამედ სალაჰის გოლი პლუს პასი

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლიდერი ლივერპული ვულვერჰემპტონს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. 

ვულვერჰემპტონი 0:2 ლივერპული

გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 ვან დეიკი (68)

მე-18 წუთზე ფაბინიო მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და მოჰამედ სალაჰს გაატანინა. 68-ე წუთზე სალაჰმა ასისტენტობა იკისრა, მეკარეს კი ვირხილ ვან დეიკმა დაასწრო. ლივერპული 48 ქულით ლიდერობს და სიტის 4 ქულით უსწრებს, რომელიც შაბათს კრისტალ პალასს ეთამაშება. ვულვზი 25 ქულით მე-7 ადგილზეა. მოჰამედ სალაჰი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა.

საინტერესო ფაქტები

► ვირხილ ვან დეიკმა ლივერპულის მაისურით პირველი გოლი გაიტანა (32 მატჩში).

► ლივერპული თამაშში სულ 3-ჯერ დაჯარიმდა, აქედან ორჯერ ჯეიმს მილნერი.

► იურგენ კლოპმა ლივერპულის ბოსის რანგში ყველა ბრიტანულ კლუბს (32) მოუგო, რომელსაც კი შეხვდა. აქამდე მხოლოდ ვულვზი რჩებოდა დაუმარცხებელი.

► მოჰამედ სალაჰმა ამ სეზონში მე-8 გოლი პლუს პასი ჩაიწერა.

კომენტარები

ბოლო ამბები