Thumbnail

ლელო შხარაზე, იალბუზზე და ფუჯიზე! იაპონელი მთამსვლელის ამბიციური მოგზაურობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სოჰკი ნაგასავას ამბიციური გეგმა
  • ის საქართველოში ივნისში ჩამოვა
სოჰკი ნაგასავა

34 წლის იაპონელი სოჰკი ნაგასავა სისტემური ინჟინერი იყო, რომელმაც სამსახური მიატოვა და ახალი მიზანი დაისახა - მან რაგბის მსოფლიოს თასის მონაწილე თითოეული ქვეყნის (ახლა და წარსულში) უმაღლესი მწვერვალი უნდა დალაშქროს. ასეთი ქვეყანა კი 25-ია. 

ახლახან ნაგასავამ ახალი ზელანდიის უმაღლესი მწვერვალი აორაკი (იგივე კუკის მთა) დალაშქრა. თითოეულ მთაზე ის იაპონიის ნაკრების მაისურით ადის და ააქვს რაგბის ბურთი.

ამით მას ერთგავარად ლელო გააქვს ქვეყნის მწვერვალზე.

კუკის მთაზე

კუკის მთაზე

"უკვე რამდენიმე ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი დავიპყარი. ახალ ზელანდიას პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავს. კუკის მთაზე "ოლ ბლექსის" დროშა და რაგბის ბურთი ავიტანე", - განაცხადა ნაგასავამ. კუკის მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 3 724 მეტრია. ნაგასავასთვის ეს მე-16 მთაა. მან უკვე დაიპყრო არგენტინის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა (6 961 მ), მონ ბლანი (4 810 მ) საფრანგეთში და სხვები. 

"ახლა მე მივდივარ ავსტრალიაში, შემდეგ კუნძულებზე - ფიჯი, სამოა და ტონგა. შემდეგ სიაშია კანადა, ამერიკა, საქართველო და რუსეთი. ჩემს პროექტს კი ფუჯიზე დავასრულებ და ამას მსოფლიოს თასის დაწყების წინ გავაკეთებ", - განაცხადა სოჰკი ნაგასავამ ახალ ზელანდიაში ყოფნისას.

წითლით უკვე დაპყრობილი მწვერვალებია

ნაგასავა ამბობს, რომ იდეა მას მერე გაუჩნდა, რაც 2019 წლის მსოფლიოს თასის ლოგო ნახა, რომელზეც ფუჯის მთაა გამოსახული. 

ლელო შოტლანდიის მწვერვალ ბენ ნევისზე

【NHKのニュースになりました!】 https://www3.nhk.or.jp/news/html/20180530/k10011456951000.html

Posted by RugbyMountaineer Nagasawa Sohki on ოთხშაბათი, 30 მაისი, 2018

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარაა, ამ სვანური მწვერვალის სიმაღლე 5 201 მეტრია ზღვის დონიდან. სოჰკი ითვლის თუ თითოეულ მთაზე რამდენი წუთი დასჭირდა "ლელოს დასადებად".  

როდის ჩამოვა საქართველოში

შხარა. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი

ნაგასავას გეგმაში ასეა - სულ ბოლოს მან იაპონიის უმაღლესი მწვერვალი უნდა დაიპყროს. ამის წინ კი საქართველოსა და რუსეთის მთები. 2019 წლის ივნისში ის საქართველოში ჩამოვა და შხარას შეუტევს, შემდეგ კი რუსეთში გადავა და იალბუზზე (5 642 მ) ავა, რომელიც ამჟამად მთლიანად რუსეთის ტერიტორიაზეა. 

იდეა ამ ლოგომ გააჩინა

კომენტარები

ბოლო ამბები