Thumbnail
  • 📅 22 დეკემბერი | ⌚ 23:30 | ⚽ იუვენტუსი V რომა
  • რომას თავკაცის ბედი შესაძლოა ტურინში გადაწყდეს 

იუვენტუსი მორიგი სკუდეტოსკენ მიიწევს და ძალიან საეჭვოა, ამ სეზონში ტიტულის მოგებაში ვინმემ ხელი შეუშალოს. და თუ მაინც შეიძლება მასიმილიანო ალეგრის შეგირდები ვინმემ აანერვიულოს, ეჭვგარეშეა, ერთ-ერთი ასეთი გუნდი რომაა. 

რონალდოს ანგარიშზე რომას წინააღმდეგ ჩატარებულ 6 მატჩში (ყველა ჩემპიონთა ლიგაში) 5 გოლი და 2 პასია.

"ზებრებისა" და "მგლების" ურთიერთშეხვედრები არასდროს სარგებლობდა "იტალიური დერბის” უმაღლესი სტატუსით, მაგრამ პრინციპულობით კი ყოველთვის გამოირჩეოდა.

ამ მხრივ სახასიათო გასული სეზონი იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საგზური ჩემპიონ ტურინელებთან ერთად, დედაქალაქელებმაც მოიპოვეს (მე-3 ადგილი ჩემპიონატში). თუკი იუვენტუსისგან უჩვეულო ეს არავისთვის იყო, რომას კაშკაშა და შედეგიანი გამოსვლა სერია A-ში მაშინ აღმოჩენად შეფასდა.

ოღონდ, მიმდინარე სეზონში რომა აშკარად ვერ იმეორებს შარშანდელ შედეგებს.მიუხედავად იმისა, რომ "ჯალორისიმ" კვლავაც გააღწია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში (იტალიიდან იქ სულ ორი გუნდი მოხვდა - პლუს იუვენტუსი), გუნდის თამაში და შედეგები აშკარად უკეთესის სურვილს ბადებს. 

იუვენტუსი

რომასთან ბარძალისა და კანსელუს თამაშს გამორიცხავენ, ხედირა და კუადრადო კი საეჭვოა, მაგრამ ტურინულ კლუბში სათადარიგოთა სკამი იმდენად გრძელი და კვალიფიციურია, მასიმილიანოს გუნდის თამაშსა და შედეგზე ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა მაინც არ აისახება. 

ამ დროისთვის იუვე სერია A-ს აულტერნატოვო ლიდერია, რომელიც მეორეადგილოსან ნაპოლის 8 ქულით უსწრებს. ჩატარებულ 16 მატჩში "ბებერმა ქალბატონმა" ქულები მხოლოდ ერთხელ დაკარგა (ჯენოასთან), ბოლო ხუთი მატჩი კი სულაც ნულზე მოიგო და თუ განსაკუთრებული არაფერი მოხდა, ტურინელები რომასთანაც მორიგ სამ ქულას მიითვლიან.

რომასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალეგრიმ ჟურნალისტებს საშობაო განწყობით უმასპინძლა

რომა

რომაელები ჩემპიონატში ძალიან არასტაბილურად გამოდიან, ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა ბოლო ოთხ მატჩში პირველი მოგება გასულ ტურში იზეიმეს - ჯენოასთან (3:2). ამ დროისთვის გუნდი სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეშვიდეა და ლიდერ იუვენტუსს ერთბაშად 22 ქულით ჩამორჩება.

რომას საშობაო საქველმოქმედო აქციაზე ედინ ჯეკოც გამოცხადდა 

მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა "მგლებს", შესაძლოა, ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთადაც მოუხდეთ. დი ფრანჩესკოს თავზე შავი ღრუბლები დიდი ხანია ჩამოწოლილია და გამორიცხული არაა, მისი გათავისუფლება უკვე ტურინულის მატჩის შემდეგაც გამოცხადდეს. იმასაც ამბობენ, რომ ეუსებიოს რეალის ყოფილი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი შეცვლის.

ყველაფერთან ერთად, არის ალბათობა, რომ რომას ტურინულ მატჩში დე როსი, ჯეკო, პელეგრინი და ელ შაარავი დააკლდნენ, რომლებსაც პრობლემები აქვთ.

რომამ სერია A-ში იუვენტუსთან სტუმრად ბოლო მოგება გაიხსენა (2010 წელს)

საინტერესო ფაქტები

⚽ ალეგრის გუნდს, ისევე როგორც ნაპოლის, 33 გატანილი გოლი აქვს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში. სამაგიეროდ, იუვენტუსი ერთპიროვნული ლიდერია ნაკლები გაშვებული გოლებით (8) და ბურთების სხვაობით (+25). 

⚽ ტურინის იუვენტუსი საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია (7 მოგება, 1 მარცხი), ბურთების შეფარდება კი 16:4-თან აქვს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში.
 
⚽ დი ფრანჩესკოს შეგირდებმა ჩემპიონატში 22 გოლი გაუშვეს და ამ მხრივ მათზე ცუდი მაჩვენებელი ლიგაში სულ 6 გუნდს აქვს. შეტევაში რომა უკეთესად გამოიყურება - 29 გატანილი გოლი მეოთხე შედეგია.

⚽ რომა გასვლით მატჩებს არცთუ კარგად ატარებს - 2 მოგება, 3-3 ფრე და მარცხი, ბურთები: 8:9. სტუმრად მოპოვებული ქულებით რომაელები ლიგაში მეათე ადგილზე არიან.

⚽ გასულ სეზონში ტურინის იუვენტუსმა და რომამ ორჯერ ითამაშეს, ტურინში იუვენტუსმა მინიმალური ანგარიშით მოიგო, რომში კი უგოლო ფრე დაფიქსირდა.

⚽ რომამ ბოლო სამ შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლის გატანა მოახერხა. სამივე მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა 

⚽ ტურინის იუვენტუსმა რომას ყველა ტურნირში გამართული ბოლო 8 საშინაო მატჩიდან ყველა მოუგო. 

⚽ ბოლოს რომამ ტურინში გამარჯვება 2011 წლის იანვარში, იტალიის თასის შეხვედრაში მოახერხა - 2:0.

ტურინული კლუბის ტვიტერზე რომაელებისთვის გატანილი ანდრეა პირლოს საჯარიმო გაიხსენეს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბენატია, ბონუჩი, ალექს სანდრო -  ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდო.

რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - კრისტანტნე, ნზონზი - უნდერი, ძანოლო, კლუივერტი - შიკი.

კომენტარები

ბოლო ამბები