Thumbnail
  • 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე 4 კანდიდატი იყო წარდგენილი
  • ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა. კენჭისყრაში საანგარიშო სესიის დელეგატებმა მიიღეს მონაწილეობა. ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ: ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი). 

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, რომელმაც თურქმენეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა! 

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ღონისძიებაზე სპორტსმენები სხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად გიორგი ჩხიკვაძე დასახელდა, რომელიც კლასიკური სტილით ჭიდაობაში ბუენოს აირესში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. წლის აღმოჩენა ნუგზარ წურწუმიაა, რომელიც კლასიკურ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. წლის საუკეთესო მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გახდა (თავისუფალი ჭიდაობა). სპეციალური ჯილდოები გადაეცათ გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას (ფიგურული სრიალი).   

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, იგივე საანგარიშო სესია ივენთ ჰოლში, საზეიმო ვითარებაში გაიმართა. სესიას დაესწრნენ  სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები და საპატიო სტუმრები.

სეოკ-ის ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ლაშა ტალახაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები