Thumbnail
  • ჩელსის 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელის გადაბირება ამ ზამთარს სურს
  • სარი ალვარო მორატას დიდად არ ენდობა და მის გარიგებაში ჩართვას აპირებს
  • საბოლოო სიტყვა ტურინის იუვენტუსმა უნდა თქვას   

ლონდონის ჩელსი, უფრო კონკრეტულად კი მისი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი, გონსალო იგუაინის ამ ზამთარს გადაბირების იდეას არ ეშვება.

არგენტინელი თავდამსხმელი, რომელსაც თავის დროზე სარისთან ერთად ნაპოლიში უმუშავია, ტურინის იუვენტუსს ეკუთვნის, იჯარით კი მილანში გამოდის. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ ლონდონური კლუბი მზადაა გაცვლა განახორციელოს - იგუაინის სანაცვლოდ, მილანში ალვარო მორატა გაუშვას.

26 წლის ესპანელი თავდამსხმელით, რომელსაც სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს, "როსონერი" დიდი ხანია ინტერესდება, მაურიციო სარის კი მისი დიდი იმედი, როგორც ჩანს, არ აქვს.

ალვარო მორატა ინგლისში მეორე სეზონს ატარებს

მაგრამ გაცვლა მარტივად არ გამოვა, რადგან გონსალო იგუაინზე უფლებები იუვენტუსს ეკუთვნის და საკითხი მასთან იქნება შესათანხმებელი.

მილანმა 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი იუვენტუსისგან გასულ ზაფხულს, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ, იჯარით აიყვანა, შეთანხმებაში კი გათვალისწინებულია ფეხბურთელის 36 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება. ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მილანი გონსალოს ტრანსფერის გამოსყიდვას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში გონსალო იგუაინმა იტალიის ჩემპიონატში მილანის მაისურით 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი.

ალვარო მორატამ, რომელიც იუვენტუსის ღირსებას ორი სეზონი იცავდა, ჩელსის მაისურით პრემიერლიგის 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები