Thumbnail
  • ბასკონია 70:77 ბარსელონა
  • ბითაძის დებიუტი შემდეგ ტურში?

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-14 ტურში ქართველთა ბასკონიამ ვიტორიაში ბარსელონას უმასპინძლა და 70:77 დამარცხდა. ეს ბასკონიას მე-8 მარცხია 6 მოგების წილ ევროლიგაში და ბასკური კლუბი უფრო დაშორდა პლეი ოფის ზონას (მე-11 ადგილზეა). ბარსელონამ ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ მოიგო ევროლიგაზე, ხოლო ბასკონიამ ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ წააგო.

თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი სასტარტო ხუთეულში იყვნენ. ჯენინგმა ორივე გუნდში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო - 19 (5 სამქულიანი). 31:09 წუთში მის ანგარიშზეა 6 მოხსნაც. მას ორივე გუნდში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 19. 

შენგელიამ 33:52 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1-1 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. ბასკონია 27 დეკემბერს ხიმკის სტუმრობს.

ბასკონიას კაპიტანმა საუკეთესოდ ვერ ითამაშა

გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა შინ ფენერბაჰჩესთან 65:89 დათმო. ბუდუჩნოსტს მხოლოდ 3 მოგება აქვს და მე-15 ადგილზეა. 28 დეკემბერს ბუდუჩნოსტი ბაიერნს სტუმრობს და გოგას დებიუტს ევროლიგაზე იქ უნდა ველოდოთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები