Thumbnail
  • გოგა ბითაძე მონტენეგროს კლუბში
  • თებერვალში ნაკრებში გოგაც დაგვაკლდება?

გოგა ბითაძე სერბული მეგა ბიმაქსიდან სეზონის ბოლომდე იჯარის წესით მონტენეგროს ბუდუჩნოსტში გადავიდა. ამ ტრანსფერის წყალობით, გოგა ადრიატიკის ლიგასთან ერთად ევროლიგაზეც ითამაშებს, რადგან პოდგორიცას გუნდი ევროლიგის მონაწილეა. 

ბითაძე მონტენეგროშიც 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

გოგა მეგა ბიმაქსში 2015 წლიდან ირიცხება. ის ადრიატიკის ლიგაში საშუალოდ 20.2 ქულასა და 7.9 მოხსნას აკეთებს. ბითაძე NBA-ს 2019 წლის დრაფტის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატია. ექსპერტთა აზრით, ამერიკაში მას დრაფტის პირველ წრეში აირჩევენ. 

ბუდუჩნოსტი 13-დან 3 მოგებით ევროლიგის ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. ევროლიგაში თამაში კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ გოგას თებერვალში სანაკრებო მატჩებზე გამოშვებაში პრობლემები შეექმნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები