Thumbnail

LoL | Ashe: Warmother - კომიქსის პირველი გამოცემა მზადაა და ის ძალიან კარგია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Marvel-ის პირველი კომიქსი Runeterra-ს სამყაროს შესახებ აშის ისტორიას გვიყვება
  • პირველი გამოცემის წაკითხვა მსურველებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ

დაახლოებით ერთი თვის წინ გავიგეთ, რომ Riot Games Marvel-თან ერთად კომიქსების გამოშვებას აპირებდა. League of Legends-ის და კომიქსების იმ მოყვარულებისთის, რომლებიც Ashe: Warmother-ის პირველ გამოცემას ელოდნენ, კარგი ამბები გვაქვს.

კომიქსის პირველი გამოცემა უკვე მზადაა და ის ძალიან კარგია. სტატიაში პირველი ნაწილის ძირეულ ნაწილებს და იმას განვიხილავთ, თუ რა მოხდება ჩვენი ვარაუდით შემდეგ გამოცემაში. აქვე შევთანხმდეთ, რომ თუკი კომიქსი ჯერ არ წაგიკითხავთ, ამ ბმულზე გადახვალთ, გაეცნობით და მხოლოდ შემდეგ განაგრძობთ სტატიის კითხვას. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად - Ashe გამოითქმის უბრალოდ 'აშ'-ად და არა 'აშე'-დ. ვინც არ დაგვიჯერებს, შეუძლია აირჩიოს აში და კიდევ ერთხელ გაიაროს League of Legends-ის 'ტუტორიალი'.

ადრე ვივარაუდეთ, რომ კომიქსის მეშვეობით იმას გავიგებდით, თუ როგორ გახდა აში ავაროსას რჩეული მითიური გმირი და როგორ მოახერხა მან რეინკარნირება. აღნიშნული გამართლდა - პირველ გამოცემაში  აშის მოგონებებს ვკითხულობთ, რომლებშიც იგი დედამისს ავაროსას ტახტისკენ მიყავს.

აშის დედა, გრენა, ფრელიორდის ტომის მატრიარქია, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ავაროსას ტახტის პოვნა და ზედმეტადაა ორიენტირებული სხვა ტომების დარბევაზე. აში თვლის, რომ ცხოვრების ეს სტილი მოძველებულია და სხვა ტომებთან ბრძოლის მაგივრად მათთან გაერთიანება სურს.

აშის ლორიდან ვიცით, რომ ის ტომის Warmother დედამისის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ გახდა, თუმცა გრენას სიკვდილის დეტალები საკმაოდ ზედაპირულად და მოკლედაა აღწერილი. ერთი ცუდი ამბავიც გვაქვს - Warmother-ის პირველი გამოცემა ე.წ. 'კლიფჰენგერით' მთავრდება, ანუ მომენტში, როდესაც ყველაზე საინტერესო ამბები უნდა დაწყებულიყო. აშის დაღლილ და მოშიმშილე ტომს მტერი უტევს, გრენა კი მას გაქცევას აიძულებს.

ეს საწყენია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომიქსების პირველი გამოცემისთვის სრულიად ნორმალური და ჩვეული დასასრულია. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვიცით რომ გრენა კვდება და ამას სავარაუდოდ მეორე გამოცემაში ვიხილავთ. ყველაზე მეტად კი ის გვაინტერესებს, თუ როგორ მოახერხებს აში მტრისგან თავის დაღწევას.

კომიქსის მეორე ნაწილი წესით ძალიან მალე გამოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები