Thumbnail

სამთო-სათხილამურო სეზონი მესტიაში გაიხსნება - თასის პირველი ეტაპი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 21 დეკემბერს, მესტიაში 2019 წლის ზამთრის სეზონი იწყება
  • შეჯიბრება აწვალის ფერდობზე ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 21 დეკემბერს, მესტიაში,  2019 წლის ზამთრის სეზონს, სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპით გახსნის. შეჯიბრება აწვალის ფერდობზე სპეციალურ და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ: ბავშვები  I (2005-2006-წლიანები), ბავშვები II (2003-2004-წლიანები), მოზრდილები და იუნიორები (2002-წლიანები და უფროსები).

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 

2018-2019 წლების ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ მიეცემათ საშუალება ასახელონ თავიანთი გუნდები. ამ ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება.   

გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებას და ევროპის თასის ჩემპიონატს უმასპინძლებს ფრისტაილსა და სნოუბორდში. აღნიშნული შეჯიბრებები სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს გუდაურსა და ბაკურიანში გაიმართება. სწორედ ამიტომ. წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა როგორც მოთხილამურეებისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის.  

კომენტარები

ბოლო ამბები