Thumbnail

'კრიტიკას სიმშვიდით უნდა ვუპასუხო' - იგუაინზე წნეხი არ მოქმედებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გონსალო იგუაინს 7 მატჩია გოლი არ გაუტანია
  • ამბობენ, რომ მილანი მის გამოსყიდვას არ აპირებს

იტალიური სპორტული მედია სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს გონსალო იგუაინს, რომელსაც 7 მატჩია გოლი არ გაუტანია და მილანისთვის სარგებელი ვერ მოაქვს. ითქვა ისიც, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, როსონერის მესვეურები არ აპირებენ არგენტინელი ფორვარდის გამოსყიდვას, რომლის სატრანსფერო უფლებებს ჯერ კიდევ ტურინის იუვენტუსი ფლობს. ამ თემაზე თავად იგუაინმა გააკეთა კომენტარი.

“კრიტიკა ჩემზე არ მოქმედებს, რადგან 13 წელია ამ რეალობაში ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა გოლების გატანაა და სწორედ ამიტომ მოვედი მილანში, მაგრამ ჩავარდნას სიმშვიდით და კიდევ უფრო მეტი შრომით უნდა ვუპასუხო, გოლები კი აუცილებლად მოვა. ვამაყობ, რომ მილანში ვთამაშობ და 9-ნომრიანი მაისურა მაცვია. ამ ნომრით გუნდის ბევრი ლეგენდა თამაშობდა, მათ შორის ფილიპო ინძაგი”. - განაცხადა გონსალო იგუაინმა.

კომენტარები

ბოლო ამბები