Thumbnail

რუსულ მედიაში ოქრიაშვილის კრასნოდარიდან წასვლის მიზეზი დაასახელეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსული მედიის ახალი ვერსია
  • კავშირი მამაევთან და ინციდენტი ავსტრიულ სასტუმროში

რუსული soccernews.ru Telegram-ის არხ Мутко против-ზე დაყრდნობით თორნიკე ოქრიაშვილის კრასნოდარიდან წასვლის მიზეზს ასახელებს.

წყაროს მტკიცებით, თორნიკე პაველ მამაევის მეგობარია, რომელიც ახლა ციხეში ზის რამდენიმე ადამიანის ცემის ფაქტზე. ზაფხულში თორნიკე ოქრიაშვილი, პაველ მამაევი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი (სტანისლავ კრიციუკი, ანდრეი სინიცინი, რომან შიშკინი და იგორ კალინინი) ავსტრიული შეკრებაზე, სასტუმროდან გაპარულან. მეორე დილით ისინი შემთხვევით აღმოაჩინა მწვრთნელმა, თუმცა ფეხბურთელებმა სამედიცინო ტესტირების გავლაზე უარი თქვეს. კლუბმა ისინი დააჯარიმა. 

რუსულ მედიასთან საუბარში ქართველი ფეხბურთელის აგენტმა თემურ ლეპსაიამ სულ სხვა მიზეზი დაასახელა - მისი თქმით, ფეხბურთელს არ აწყობდა ის სათამაშო დრო, რაც მას კრასნოდარში ეძლეოდა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ კრასნოდარმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქართველ ლეგიონერთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა. 26 წლის ფეხბურთელს 2020 წლის ზაფხულამდე უნდა ეთამაშა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მოწინავე კლუბში. 

თორნიკე კრასნოდარში 2016 წლის სექტემბრიდანაა, ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 ერთი საგოლე პასი შეასრულა. ლეპსაიას თქმით, ოქრიაშვილით რუსული და ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელი კი მალდივის კუნძულებზე ისვენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები