Thumbnail
  • რაგბი ევროპა 2019 სტარტს 9 თებერვალს აიღებს და 17 მარტს დასრულდება
  • ხუთიდან მხოლოდ ორი მატჩი საქართველოში

საქართველოს ეროვნული ნაკრები თებერვლიდან რაგბი ევროპის მორიგ ჩემპიონატში ჩაერთვება. ტურნირში "ბორჯღალოსნების" გარდა მონაწილეობენ რუმინეთის, რუსეთის, ესპანეთის, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები.

2019 წლის ტურნირზე მილტონ ჰეიგის გუნდი ორ მატჩს შინ ითამაშებს და სამს - სტუმრად. "ბორჯღალოსნები" ესპანელებსა და გერმანელებს უმასპინძლებენ, ხოლო რუმინეთს, რუსეთსა და ბელგიას სტუმრად ეთამაშებიან. 

უცნაურია, რომ გუნდი პირველივე ტურში მთავარ მეტოქესთან იბრძოლებს - რუმინეთის ნაკრებს 9 თებერვალს ვსტუმრობთ. რუმინეთის ნაკრები ჩვენი ყველაზე რეალური კონკურენტია, 2018 წელსაც მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ შემდეგ მოთამაშეების ნატურალიზაციაში უხეში დარღვევები აღმოუჩინეს და ბოლო ადგილზე ჩამოაქვეითეს. სწორედ ამის გამო, რუმინელებს რაგბი ევროპის ელიტაში დასარჩენად გადათამაშებაში პორტუგალიის დამარცხება მოუწიათ - რუმინელებმა ნოემბერში 36:6 მოიგეს. 

2018 წლის ჩემპიონატი რუმინელებთან მატჩით დავასრულეთ, ახლა - ვიწყებთ

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში უმასპინძლებს ესპანეთის ნაკრებს, შემდეგ მოდის სტუმრობა ბელგიაში. მე-4 ტურში "ბორჯღალოსნები" გერმანიას მიიღებენ. ეს მატჩი ქუთაისში გაიმართება, ისევე, როგორც 2018 წლის თამაში ბელგიასთან (47:0). ასე რომ, ახალ სეზონში საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მხოლოდ ერთ მატჩს გამართავს დედაქალაქში. მილტონ ჰეიგის გუნდი ჩემპიონატს 17 მარტს რუსეთთან სტუმრობით დაასრულებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო რაგბი ევროპის (ერთა თასის) 10-გზის გამარჯვებულია (2001, 2007/08, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018). მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები 5 ტიტულით (2000, 2002, 2005/06, 2010, 2017), თუმცა რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ბოლო ტიტული (2017) ოფიციალურად ჩამოართვა მათ. ერთხელ ეს ტურნირი მოიგო პორტუგალიამ (2003/04), რომელიც ახლა ელიტაში აღარ არის.  

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2019

I ტური

9 თებერვალი

რუმინეთი-საქართველო

ბელგია-გერმანია

10 თებერვალი

ესპანეთი-რუსეთი

II ტური

16 თებერვალი

რუსეთი-ბელგია

რუმინეთი-გერმანია

17 თებერვალი

საქართველო-ესპანეთი

III ტური

2 მარტი

ბელგია-საქართველო

გერმანია-რუსეთი

3 მარტი

ესპანეთი-რუმინეთი

IV ტური

9 მარტი

რუმინეთი-რუსეთი

10 მარტი

საქართველო-გერმანია

ესპანეთი-ბელგია

V ტური

17 მარტი

რუსეთი-საქართველო

გერმანია-ესპანეთი

ბელგია-რუმინეთი

კომენტარები

ბოლო ამბები