Thumbnail

ხმის მიცემა დაიწყო - გამოავლინე წლის საუკეთესო ქართული ლელო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს რაგბის კავშირმა წლის საუკეთესო ლელოს ნომინანტები დაასახელა
  • საუკეთესო ლელოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი აირჩევს

საქართველოს რაგბის კავშირმა 2018 წლის საუკეთესო ლელოს ნომინანტები დაასახელა. ნაკრების გულშემატკივარს შეუძლია საუკეთესო ლელო ხმის მიცემით გამოავლინოს. ხმის მიცემა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და გულშემატკივარს 24 საათში ერთხელ შეეძლება მხარი დაუჭიროს ფავორიტი მორაგბის ლელოს.

2018 წლის საუკეთესო ლელოს ტიტულის მოსაპოვებლად 6 მორაგბე იბრძვის

სოსო მათიაშვილი V ტონგა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტებზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. 'ბორჯღალოსნებმა' ტონგა დაამარცხეს და იმ თამაშში სოსო მათიაშვილმა ეფექტური ლელოს დადება მოახერხა.

თედო აბჟანდაძე V ირლანდია

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა 2018 წელს მსოფლიოს თასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. უმცროსმა 'ბორჯღალოსნებმა' ერთ-ერთი საოცარი მატჩი ირლანდიასთან ჩაატარეს, დემე თაფლაძის პასი და თედო აბჟანდაძის ლელო საუკეთესოს ტიტულისთვის დამსახურებულად იბრძვის.

გელა აფრასიძე V სამოა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2018 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩები დადებითი ბალანსით დაასრულა. 'ბორჯღალოსნებმა' ორი მატჩი მოიგეს და ერთ შეხვედრაში დამარცხდნენ. სამოასთან მატჩის მეორე ტაიმი სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გელა აფრასიძემ კი თავის სტილში მოახერხა ლელოს დადება და ნაკრების დაწინაურება. აფრასიძემ მსგავსი ლელო მსოფლიოს თასზე იაპონიასთანაც დადო, როდესაც მეტოქე მოძრაობაზე დაიჭირა და 20-წლამდე ნაკრებს მატჩი მოაგებინა.

კოტე მარჯანიშვილი V შოტლანდია

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში შოტლანდიას მოუგო და კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ჩაწერა ქართული რაგბის ისტორიაში. კოტე მარჯანიშვილის ბრწყინვალე ლელო კი ბოლო სათამაშო დღის ხუთ საუკეთესო ლელოში მოხვდა.

თამაზ მჭედლიძე V იტალია

იტალიასთან მატჩს ქართველი გულშემატკივარი დიდხანს ელოდა. სამწუხაროდ, ეს მატჩი წავაგეთ, მაგრამ თამაზ მჭედლიძის ლელო დაუვიწყარია. ქართველმა მორაგბემ რამდენიმე იტალიელი ჩამოიშორა და 'არტემიო ფრანკიზე' პირველი ლელო დადო.

სანდრო სვანიძე V ირლანდია

იმ ისტორიულ მატჩში, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, კიდევ ერთი ლამაზი ლელო დაიდო. სანდრო სვანიძემ ირლანდიელებს გიორგი შკინინი გაახსენა. ქართველმა მორაგბემ ბრწყინვალედ ითამაშა, დაახლოებით 70-მეტრამდე ირბინა და ეფექტური ლელო დადო.

გულშემატკივარმა მართლაც რთული არჩევანი უნდა გააკეთოს. ექვსივე ლელოს მიმდინარე სეზონში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და რომელიმეს მარტივად არჩევა ძნელი საქმეა.

როგორ ხდება ხმის მიცემა

ვიდეო, სადაც ხმის მიცემა შეგიძლიათ 👇 კომენტარში დაწერეთ # და იმ მორაგბის გვარი, რომლის ლელოც წლის საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

გამოავლინე წლის საუკეთესო ლელო

გამოავლინე 2018 წლის საუკეთესო ლელო ! დღეიდან 31 დეკემბერის ჩათვლით (13 საათამდე) დღეში ერთხელ კომენტარებში #ჰეშთეგით ხმა მიეცით შენთვის საუკეთესო ლელოს ავტორს ➡️ ხმა ითვლება მხოლოდ ამ სახით: #გვარი ✅ ➡️ ასე არ ითვვლება: # გვარი, გვარი#, გვარი, #-გვარი ❌ სოსო მათიაშვილი vs ტონგა ➡️ #მათიაშვილი თედო აბჟანდაძე U20 vs ირლანდია ➡️ #აბჟანდაძე გელა აფრასიძე vs სამოა ➡️ #აფრასიძე კოტე მარჯანიშვილი U20 vs შოტლანდია ➡️ #მარჯანიშვილი თამაზ მჭედლიძე vs იტალია ➡️ #მჭედლიძე სანდრო სვანიძე U20 vs ირლანია ➡️ #სვანიძე ➡️ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 24 საათში ერთხელ ➡️ ხმის მიცემა მხოლოდ ამ პოსტის კომენტარებში შეიძლება ➡️ არ ისარგებლოთ Reply ფუნქციით ➡️ სხვა პოსტში ან სხვა სოც ქსელში მიცემული ხმა არ ჩაითვლება Vote for Georgia’s Best Try of the year | To cast your vote write in comments your favorite nominee's last name using #HashTag Once every day until December 31 Soso Matiashvili vs Tonga ➡️ #Matiashvili Tedo Abzhandadze U20 vs Ireland ➡️ #Abzhandadze Gela Afrasidze vs Samoa ➡️ #Afrasidze Kote Marjanishvili U20 vs Scotland ➡️ #Marjanishvili Tamaz Mchedlidze vs Italy ➡️ #Mchedlidze Sandro Svanidze U20 vs Ireland ➡️ #Svanidze ტექნიკური მხარდაჭერისთვის მადლობა Lemondo-ს

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები