Thumbnail

მსოფლიოს ახალი რეკორდი? ბრიტანელმა სერფერმა უდიდესი ტალღა დაიმორჩილა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პორტუგალიურ ნაზარეში ყველაზე დიდ ტალღაზე 'გაიარეს'?
  • ტომ ბატლერმა ეს განრისხებული ხარისგან გაქცევას შეადარა

ბრიტანელი სერფერი ტომი ბატლერი დარწმუნებულია, რომ მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - ბატლერი ფიქრობს, რომ მან 14 დეკემბერს, პორტუგალიურ ნაზარეში უდიდესი ტალღა დაიმორჩილა. ტალღა სავარაუდოდ, 25 მეტრზე მაღალი იყო. 

ამჟამინდელი რეკორდი 25, ის ბრაზილიელ როდრიგო კოშას ეკუთვნის და 2017 წელს არის დამყარებული ასევე ნაზარეში. 

ტომ ბატლერი

ბატლერმა ამ ტალღაზე სერფინგი განრისხებული ხარისგან გაქცევას შეადარა. მსოფლიოს რეკორდი რომ დაფიქსირდეს, ის Big Wave Awards-ის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს აპრილში. 

ნაზარე ცენტრალური პორტუგალიის ოკეანისპირა ქალაქია, რომელიც მსოფლიოს სერფერების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ ძალიან მაღალი ტალღები იცის, რისი მიზეზიც ნაზარეს წყალქვეშა კანიონია. 

სხვათა შორის, იქვე 2018 წლის იანვარში პორტუგალიერმა სერფერმა უგო ვაუმ 35 მეტრის სიმაღლის ტალღა "მოათვინიერა", თუმცა ეს რეკორდი ასევე არ არის ოფიციალურად დაფიქსირებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები