Thumbnail

მალაღურაძეს გუნდი გამოუჩნდა - ქართველი ისევ რუსეთში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა მალაღურაძე ისევ რუსეთი სარაგბო პრემიერლიგაში ითამაშებს
  • ქართველი მორაგბე რუსეთის ბრინჯაოს პრიზიორის ღირსებას დაიცავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი, ლაშა მალაღურაძე, კრასნი იარში გატარებული სამი სეზონის შემდეგ, ახალ გუნდში გადავიდა. ქართველ მორაგბეს კრასნი იარმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და ორი მიზეზი დაასახელა:  საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის ემზადება და მალაღურაძეს მთელი სეზონი გაუცდება, ხოლო მეორე მიზეზი რუსეთის სარაგბო პრემიერლიგაში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტია.

მალაღურაძის ახალი კლუბი პადმასკოვიეა. შარშან, სწორედ ქართველის კრასნი იარმა მოახერხა ამ გუნდის დამარცხება რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში. პადმასკოვიე 2018 წლის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მათ მესამე ადგილისთვის მატჩი ყუბანს 24:14 მოუგეს.

ქართველ მორაგბისთვის ეს მეექვსე უცხოური კლუბია, მანამდე მას კრედო 1963-ის, ბეზიეს, ვალანსის, ბანერისა და კრასნი იარის რიგებში უთამაშია. მალაღურაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 88 მატჩი და 184 ქულა აქვს დაგროვილი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ბარსელონა
  • იუვენტუსი
  • პ.ს.ჟ
  • ლივერპული
  • ბაიერნი
  • რეალი
  • სხვა კლუბი

კომენტარები

ბოლო ამბები