Thumbnail

NBA | როცა ლებრონის თითქმის სამმაგი საკმარისი არაა - ლეიკერსმა ბრუკლინთან წააგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეიკერსს ლებრონ ჯეიმსის ორმაგმა დუბლმა ვერ უშველა
  • ლოს ანჯელესელები ბრუკლინთან 110:115 დამარცხდნენ

მას მერე, რაც შარლოტ ჰორნეტსთან ისტორია დაწერეს (ორივემ სამმაგი დუბლი შეასრულა), ლებრონ ჯეიმსი დ ლონზო ბოლი მოგებას ვეღარ ახერხებენ. ლეიკერსი ამჯერად ბრუკლინთან დამარცხდა - 110:115. კალიფორნიელებისთვის ეს ზედიზედ მეორე და ბოლო 4 თამაშში მესამე წაგებაა.

თავად ლებრონმა მშვენივრად ითამაშა. მან 36 ქულა ჩააგდო და 13 მოხსნა ჰქონდა. გარდა ამისა, 8 პასიც გააკეთა და სამმაგ დუბლამდე ორი ასისტი დააკლდა. თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვატ, რომ ლებრონს ჰორორ-სტარტი ჰქონდა - ჯარეტ ალენმა ჯეიმსის ჩატენვის მცდელობა შესანიშნავად დაბლოკა, მომდევნო შეტევისას კი გარბენი დაუფიქსირეს.

📺 აი, როგორ დაუფარა ალენმა ლებრონს

ორმაგი დუბლი შეასრულა კაილ კუზმამაც (22 ქულა, 11 მოხსნა), ლონზო ბოლის ანგარიშზე კი 23 ქულაა. რაც შეეხება ბრუკლინს: ნეტსმა ბოლო 3 წელიწადში პირველად მოიგო ზედიზედ 6 თამაში. გუნდიდან საუკეთესო დ'ანჯელო რასელი გახლდათ ორმაგი დუბლით (22 ქულა, 13 პასი). კარგი იყო ჯო ჰარისიც 19 ქულით, სპენსერ დინვიდის ანგარიშზე 18 ქულაა.

📺 ვიდეო: დ'ანჯელო რასელის თამაში ლეიკერსთან 

საფინალო სირენამდე შვიდნახევარი წუთით ადრე, ბრუკლინი 13 ქულით იგებდა, მაგრამ ლეიკერსი კუზმასა და ბოლის სამქულიანებით დაბრუნდა. ამას დაემატა ჯეიმსის ორი ზუსტი 2-ქულიანი და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. მაგრამ ბრუკლინმა მაინც შეძლო გამარჯვება, რაც ჯარედ დადლის დამსახურებაა.

მიუხედავად ზედიზედ მეორე წაგებისა, ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში ჯერ კიდევ მე-4 ადგილზეა, მაგრამ უკვე სამი წაგებით მეტი აქვს, ვიდრე მესამეზე მყოფ ოკლაჰომას. ბრუკლინმა მოგებათა სერიით მდგომარეობა გაიუმჯობესა და აღმოსავლეთში მე-10 ადგილზეა.

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები