Thumbnail

ჯენინგის 4 სამქულიანი, შენგელიას 7 - ბასკონიამ ევროლიგაზე მე-6 მატჩი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გრან კანარია 71:84 ბასკონია
  • ბასკონია პლეი ოფის ზონას მიუახლოვდა

ევროლიგის მე-13 ტურში ქართველთა ბასკონიამ სტუმრად გრან კანარია დაამარცხა - 84:71. ბასკონიას 13 მატჩიდან 6 მოგება და 7 წაგება გაუხდა და მე-9 ადგილზეა. 

თორნიკე შენგელიაც და მეტ ჯენინგიც სასტარტო ხუთეულში იყვნენ. ქართველმა კაპიტანმა 20:47 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2-2 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჯენინგმა 24:36 წუთში 16 ქულა (4 3-ქულიანი), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) ჯენინგი მხოლოდ ლუკა ვილდოსას (21) ჩამორჩა. 

მე-14 ტურში ხუთშაბათს ბასკონია ვიტორიაში კიდევ ერთ ესპანურ კლუბს ეთამაშება - ბარსელონას. 

კომენტარები

ბოლო ამბები