Thumbnail

'გასაოცარი სიახლეა' - ფანები მოურინიოს გაშვებას აღნიშნავენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დღეს მანჩესტერ იუნაიტედმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა
  • ოლდ ტრაფორდთან გულშემატკივრები ამ სიახლეს გამოეხმაურნენ

მანჩესტერ იუნაიტედმა დღეს გუნდის მთავარი მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო თანამდეობიდან გაათავისუფლა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორი - ედ ვუდვარდი კი თანამდებობას ინარჩუნებს.

ვუდვარდმა პორტუგალიელი, გუნდში მოსვლიდან 18 თვის შემდეგ, ახალი - 5 წლიანი კონტრაქტით 'დაასაჩუქრა' თუმცა ფეხბურთის ხალხისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ ჟოზეს კარიერაში მესამე სეზონი ყოველთვის კრიზისის პიკს წარმოადგენს.

მოურინიომ დღეს კლუბი და საცხოვრებელი სასტუმრო დატოვა. იუნაიტედისგან იგი კოპმენსაციის სახით 30 მილიონს მიიღებს, თუმცა ეს დღეს არავის ადარდებს - ოლდ ტრაფორდის გარშემო შეკრებილი ფანები ცვლილებების მოლოდინში, ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არიან.

📣 ფანების რეაქცია

💬 "გასაოცარი სიახლეა! ბევრი რამ არის შესაცვლელი, შეხედეთ ამ ტიპს, შეხედეთ მის ქცევას, მის გუნდს... ფეხბურთელების საჯარო კრიტიკის გარდა არაფერს აკეთებდა."

💬 "არ გამკვირვებია, იუნაიტედის თამაშზე 4 წლის ასაკიდან დავდივარ და ასეთი საშინელი გუნდი ცოტაჯერ მყავს ნანახი. სამარცხვინო ფეხბურთს გვათამაშებდა."

💬 "ტოქსიკური ატმოსფერო ჰქონდა გუნდში, ასე ვერსად წავიდოდით... ლივერპულთან წავაგეთ და თან, ჩვენ მთავარ მოწინააღმდეგეს 19 ქულით ჩამოვრჩებით."

💬 "ლივერპულთან წაგების შემდეგ ყველაფერი ცხადი იყო, შენ მთავარ მტერთან რომ ასეთი მანერით და ასეთი სტილით წააგებ, უნდა წახვიდე!"

💬 "ლივერპულს ვეთამაშებით და ამ დროს 89 მილიონად ნაყიდი კაცი - პოლ პოგბა სკამზე უზის! რას ნიშნავს ეს ქმედება გამაგებინეთ?!"

კომენტარები

ბოლო ამბები