Thumbnail

Soulja Boy Fortnite-ს და Overwatch-ის გუნდების შექმნას აპირებს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Soulja Boy-ს ელექტრონულ სპორტთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს
  • ახალი საქმიანობის წამოწყებას ის Ninja-სთან ერთად აპირებს

TMZ-სთვის მიცემულ ინტერვიუში რეპერმა Soulja Boy-მ დააანონსა, რომ ელექტრონული სპორტის 'ფრანჩიზის' შექმნას აპირებს.

ცოტა ხნის წინ მან იაფფასიანი 'SouljaGame' კონსოლი გამოუშვა, რომელიც Ali Express-ზე და Amazon-ზე იყიდებოდა. რეპერს გეგმებში Ninja-სთან პარტნიორობაც აქვს.

ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის და Ninja ახლო მეგობრები არიან და პოპულარული სტრიმერი მას Twitch.tv-ზე ვერიფიკაციაში დაეხმარა.

'ჩვენ ნიჭიერ ახალგაზრდებს ვიპოვით და დავასაქმებთ' - თქვა Souljaboy-მ და დაამატა, რომ ისეთი თამაშებითაა დაინტერესებული, როგორიც Fortnite, Call of Duty, Counter Strike Global Offensive და Overwatch-ია. არტისტმა იცის, რომ წინ რთული გზა ელის, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს - 'ჩემთვის 'მულტითასქინგი' ბუნებრივი მდგომარეობაა. ყველაფერს მივხედავ - მუსიკას, ტექნოლოგიებს და ელექტრონულ სპორტს'.

არტისტის შექმნილმა კონსოლმა დიდად არ გაამართლა, რადგან მასში 800-ზე მეტი თამაშია ჩაწერილი, რამაც ლიცენზირებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შექმნა. საინტერესოა, ასევე მიუდგება თუ არა Soulja boy ახალ წამოწყებასაც.

კომენტარები

ბოლო ამბები