Thumbnail

უკვე პირველ რაუნდში! NBADRAFT.NET-მა ბითაძეზე პროგნოზი შეცვალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • nbadraft.net პროგნოზს ცვლის
  • გოგა ბითაძეს კარგი თამაში ჯერ ექსპერტებმა დაუფასეს
'ჩვენი თაობა თავის სიტყვას იტყვის' - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან

nbadraft.net-მა NBA-ს მომავალ დრაფტზე თავისი პროგნოზი "დააფდეითა" - ცვლილება შეეხო ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს. 

თუკი ამ გამოცემის მიხედვით, აქამდე ბითაძის აყვანა 2019 წლის დრაფტზე მეორე წრეში, დაახლოებით 39-ე ნომრად ვარაუდობდნენ. გოგას შესანიშნავმა თამაშმა ამ სეზონში, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე ადრიატიკის ლიგაში, მას მეტი დაფასება მოუტანა. 

nbadraft.net-ის ახალი ბაზის მიხედვით, გოგა ბითაძეს სავარაუდოდ 24-ე ნომრად (სავარაუდო კლუბი ფილადელფია) აიყვანენ. 

ბითაძის წინ ამპლუით 7 ცენტრია. 

60 მოთამაშის სიაში სულ 3 არაამერიკელია. ფრანგი სეკუ დუმბია სავარაუდოდ, მე-16 პოზიციაზეა, ხოლო ავსტრალიელი ბრაიან ბოუენი 50-ე ნომრად. 

24-ე პოზიცია დრაფტზე, ეს უკვე პირველი რაუნდია (1-30), პირველ რაუნდში აყვანილ კალათბურთელებს კი NBA-ში გარანტირებული კონტრაქტი ეკუთვნით. 2018 წელს 24-ე ნომრად არჩეულ მოთამაშეს 4-წლიან კონტრაქტში $10.3 მილიონი დაუნიშნეს. 

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები