Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედიდან ჟოზე მოურინიოს გაშვებამ ბევრი გაახარა
  • პოგბამ განგებ თუ შემთხვევით, ტვიტერზე ირონიული პოსტი დადო

მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო მანჩესტერ იუნაიტედიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების ამბავს განიხილავს. 

ფაქტს თავისებურად გამოეხმაურა მანჩესტერული გუნდის ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელსაც არცთუ თბილი ურთიერთობა აკავშირებდა 55 წლის პორტუგალიელ სპეციალისტთან და კლუბის დატოვებაზეც ფიქრობდა.
 
პრაქტიკულად მაშინვე, როგორც კი მანჩესტერ იუნაიტედმა მწვრთნელის გაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, ფრანგმა ფეხბურთელმა ტვიტერზე თავისი ფოტოსურათი განათავსა, რომელსაც მიაწერა: "რამე მიაწერეთ" 

მაგრამ პოგბამ მალევე წაშალა პოსტი, ხოლო ვინც მოასწრო ნახვა, ვერ გაერკვა, რა იყო მისი მიზანი - ერთგვარი შურისძიება ყოფილ მწვრთნელზე თუ უბრალო დამთხვევა.

მოურინიოს გათავისუფლებას ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირონიულად არაერთი გამოეხმაურა:

💬 "მოურინიომ რეალი 2013 წელს, კლოპის დორტმუნდთან ანგარიშით 1:4 წაგებიდან ერთ თვეში დატოვა. ორი წლის შემდეგ ის ჩელსიდან, "სტემფორდ ბრიჯზე" კლოპის ლივერპულთან ანგარიშით 1:3 წაგებიდან ერთ თვეში გაუშვეს. და აი, იგივე გამეორდა! გმადლობთ, კლოპ!"

💬 "2004 წელი: მე გავანადგურებ მანჩესტერ იუნაიტედს. 2018 წელი: მისია შესრულებულია".

💬 "ჟოზე მოურინიოსთვის მესამე სეზონის სინდრომი მოქმედებს. 17 დეკემბერი - გაუშვეს ჩელსიდან. 18 დეკემბერი - გაუშვეს მანჩესტერ იუნაიტედიდან".

💬 "სევდიანი დღეა, რომ მოურინიო გაუშვეს. სევდიანი დღეა სიტისთვის, ლივერპულისთვის, ჩელსისთვის, არსენალისა და ტოტენჰემისთვის".

ზოგიერთებმა ასეთი შედარებებიც გააკეთეს:

კომენტარები

ბოლო ამბები